რეზონანსი
30.07.2026

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებს ეხმაურება და აღნიშნულს არასერიოზულად აღიქვამს.

"ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ალბათ ჩანაწერებს აკეთებენ იმისთვის, თუ როგორ ქმნის საკუთარ ასლს სააკაშვილი, რათა მომავალმა თაობებმა არ დაკარგონ სააკაშვილის გადაწყვეტილება გაფრენა-აფრენის თაობაზე. ის მართალია საპყრობილეშია, მაგრამ ამბობს, რომ ამავდროულად გარეთ არის. შიგნითაც არის, გარეთაც არის. მოუნდება იტყვის, რომ დაპატიმრებული ვარ, მოუნდება იტყვის არჩეული ვარ პრეზიდენტად, ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ. საკუთარი ასლის შექმნა უნდა, მაგრამ საკუთარ ასლზეც კი იეჭვიანა და თქვა, რომ ჩემზე უკეთესი იქნება, მაგრამ მე ვიქნებიო. აი, როგორ პიროვნებაზე გვეუბნება ევრობიუროკრატია, რომ თურმე საზოგადოებამ ხმა უნდა მისცეს," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის ციფრული ილუზია და ალტერნატიული რეალობა - "ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ" - მიხეილ სააკაშვილი მის ავატარს ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებს. საკუთარი ციფრული ანალოგის შექმნა პატიმარმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დააანონსა. თავი ნელსონ მანდელასთანაც გააიგივა და თქვა, რომ მის მსგავსად საპატიმროდან პირდაპირ ხელისუფლებაში მოვა. ექსპრეზიდენტის მორიგი უტოპიური განცხადებები, მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ პალატიდან საკანში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. სწორედ ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებას სააკაშვილის ხელახლა გამოკვლევისკენ მოუწოდებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×