რეზონანსი
01.08.2026

მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, მას ბორკილები მაქსიმალურად მოუჭირეს, რამაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ეპიზოდი გაახსენა.

,,ამათი [ციხის] თანამშრომელი მეუბნება, რომ უნდა მოგიჭიროთ ბორკილი მაქსიმალურად. მე ვეუბნები, რომ კი მაგრამ, რატომ, რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე ხომ მიშა ვარ?! ჰოდა, მიშა რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგიჭირო. იცით ვინ გამახსენდა? აბა გაიხსენეთ - ბერბიჭაშვილი. ილია ვარ, არ მესროლოო და ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×