რეზონანსი
05.08.2026

თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს სოციალურ ქსელში მიმართავს.  საქმე ეხება მერაბ მეტრეველის ფეისბუქ სტატუსს, სადაც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ქარდს გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „უკრაინელებმა 5 აგვისტოს  ღამეს ვერც ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ ჩამოაგდეს”, რაზეც ჟურნალისტმა ტელეკომპანია გააკრიტიკა. 

აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე შინაარსის ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო Interpressnews-მა, რომლის თანამშრომელიც  თავად მერაბ მეტრეველია, ტელეკომპანია „იმედზე“ ადრე გამოაქვეყნა.

სწორედ აღნიშნულზე მიუთითა გურამ ნიკოლაშვილმა მერაბ მეტრეველს, რომ ნუთუ საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობს. 

"მერაბ, საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ?

რამე სხვანაირად გიწერიათ?

ის ნიუსი გამახსენდა, კადიროვი და 100 ტონა ფქვილი” - წერს ნიკოლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×