რეზონანსი
05.08.2026

ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის მიზანიც ბავშვებში სქესობრივი მომწიფების ბლოკერების კლინიკური კვლევის შეჩერება იყო. გადაწყვეტილების შედეგად, კვლევა, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯი ხელმძღვანელობს, დაგეგმილი ვადების შესაბამისად დაიწყება, წერს "გარდიანი".

გამოცემის ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლონდონის სამეფო კოლეჯის სამეცნიერო კვლევის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დავა, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ პროექტს შესაძლოა ზიანი მიეყენებინა მონაწილეებისთვის.

კამპანიის მონაწილეებმა სცადეს შეეჩერებინათ დაგეგმილი კვლევა სქესობრივი მომწიფების ბლოკერების შესახებ, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრები გაუძღვებიან. თუმცა, მოსამართლე ჩემბერლენმა უარი თქვა განაცხადის დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ მათ არცერთ პრეტენზიას წარმატების რეალური შანსი არ ჰქონდა.

მოსამართლის განცხადებით, Pathways-ის კვლევაში ჩართული თითოეული პაციენტი „მრავალი თვის“ განმავლობაში შეფასდება სპეციალისტი ექიმების მიერ, რომლებიც „ჩამოაყალიბებენ მოსაზრებას იმის შესახებ, აქვს თუ არა ბავშვს მკურნალობიდან კლინიკური სარგებლის მიღების გონივრული პერსპექტივა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×