რეზონანსი
05.08.2026

სრული გულწრფელობით წარმატება მინდა ვუსურვო დროებითი მმართველობის საბჭოს ისევე, როგორც რეფორმატორთა საბჭოს, რომლის აღმასრულებელი მდივანი არის ნანუკა ჟორჟოლიანი , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი ადამიანის შემოსვლა პარტიულ რიგებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი ადამიანის შემოსვლა პარტიულ რიგებში. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც გადადის თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს ოჯახებზე. სრული გულწრფელობით მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ ადამიანს, რომელმა დღევანდელი ყრილობის გადაწყვეტილებით აიღო პასუხისმგებლობები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამის სტრუქტურულ ცვლილებებში, რომელიც დღევანდელმა ყრილობამ დაამტკიცა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, 14 წლიანი ბრძოლის მანძილზე არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მისთვის მთავარი.

„14 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ბრალდება მომისმენია ჩემთან მიმართებაში, მაგრამ როგორც წესი პროპაგანდის მხრიდან და არა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩემს თანამებრძოლებად მოიაზრებიან. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში,როდესაც მე სრულიად ლეგიტიმური, საფუძვლიანი კითხვები დავსვი საზოგადოების წინაშე მოვისმინე ძალიან უსამართლო შეფასებები. როგორც ჩანს ზოგიერთმა ამ 14 წლიანი ბრძოლის მანძილზე არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩემთვის მთავარი. ჩემთვის მთავარი არის, იყო და იქნება ბრძოლა, ღირსება და პრინციპები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×