რეზონანსი
05.08.2026

თბილისსა და რეგიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სოციალურ ქსელებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ დენი გაითიშა რეგიონებშიც.

ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გათიშვის ოფიციალური მიზეზი უცნობია. "ინტერპრესნიუსი" სახელმწიფო ელექტროსისტემას დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე, შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, მსგავსი ტიპის მასშტაბური გათიშვა საქართველოში 24-25 ივლისსაც დაფიქსირდა. სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×