რეზონანსი
11.08.2026

9 აგვისტოს, მდინარე ჭანისწყალი მოულოდნელად ადიდდა და მდინარეში მყოფ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნათ. მდინარეში ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა.

დედისა და ორი ბავშვის გამოყვანას ჯერ ოჯახის წევრები ცდილობდნენ, რომლებიც დინებამ გაიტაცა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩნენ. უცხო ადამიანების გადასარჩენად სიცოცხლის რისკის ფასად შევიდა მდინარეში ასევე უცნობი მამაკაცი, რომელიც დინებამ გაიტაცა და საბედნიეროდ, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა უვნებელი იპოვეს.

მდინარეში ჩარჩენილი დედა და შვილები მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.

გვან­ცა კო­ბე­რი­ძე, რომ­ლის და, დის­შვი­ლი და შვი­ლი მდი­ნა­რეში ჩარჩნენ გა­ი­ტა­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერილს ავ­რცე­ლებს. იგი მადლობას უხდის მაშველებს და 44 წლის ირაკლი მაქაცარიას, რომელმაც  დაუფიქრებლად გარისკა თავისი სიცოცხლე.

"ეს პოს­ტი იმი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე და­მე­წე­რა, რომ მას შემ­დეგ, რაც ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს და მწერს, ფი­ზი­კუ­რად აღარ მაქვს იმის ძალა, ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ მო­ვუყ­ვე, რა მოხ­და. ამი­ტომ მინ­და, ერთხელ, აქ დავ­წე­რო ყვე­ლა­ფე­რი. პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვერ­დით იყო, გვი­რე­კავ­და, გვე­კი­თხე­ბო­და, რო­გორ ვი­ყა­ვით, დახ­მა­რე­ბას გვთა­ვა­ზობ­და და უბ­რა­ლოდ გუ­ლით გა­ნიც­დი­და ჩვენს ამ­ბავს.

9 აგ­ვის­ტოს ოჯახ­თან ერ­თად წა­ლენ­ჯი­ხის ერთ-ერთ მდი­ნა­რე­ზე ვი­ყა­ვით. მე, ჩემს ოჯახ­თან ერ­თად, ჩემი და და მისი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და ყო­ველ ზა­ფხულს ჩვენ­თან ჩა­მო­დი­ან, ასე­ვე ჩემი მუ­ლის ოჯა­ხი, ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­თან ერ­თად - ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით.მდი­ნა­რე ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო. სწო­რედ ამი­ტომ შე­ვარ­ჩი­ეთ ეს ად­გი­ლი - ბავ­შვე­ბის­თვის უსაფრ­თხოდ გვეჩ­ვე­ნე­ბო­და. ბავ­შვე­ბი წყალ­ში იყ­ვნენ, ჩვენ კი მათ გვერ­დით ვიმ­ყო­ფე­ბო­დით და თვალს ვა­დევ­ნებ­დით. მე და ჩემი მული, ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­პირ­ზე ვი­ყა­ვით. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ჩემი მუ­ლის მე­უღ­ლე და ჩემი მე­უღ­ლე ზე­მოთ ამო­ვიდ­ნენ. მე მან­ქა­ნას­თან მი­ვე­დი, რომ საჭ­მე­ლი გად­მო­მე­ტა­ნა. იქვე ვა­პი­რებ­დით ჩა­მოს­ხდო­მას, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სულ რამ­დე­ნი­მე წამ­ში, გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი გა­ვი­გე: „გვიშ­ვე­ლეთ!“ ყვე­ლამ მო­ას­წრო მდი­ნა­რი­დან ამოს­ვლა, გარ­და ჩემი დის, მისი შვი­ლი­სა და ჩემი შვი­ლი­სა.

შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე წამ­ში მოხ­და. მდი­ნა­რე­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად უზარ­მა­ზა­რი, მო­წი­თა­ლო და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ძა­ლის მქო­ნე ნა­კა­დი წა­მო­ვი­და. შუ­ა­გულ­ში, ქვას­თან, ჩემი და იდგა და ორ ბავ­შვს - ჩემს შვილ­სა და ჩემს დის­შვილს - მთე­ლი ძა­ლით ეჭი­დე­ბო­და. იმ წა­მებ­ში უბ­რა­ლოდ გინ­და, რომ გა­დახ­ტე და შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­და­არ­ჩი­ნო, მაგ­რამ წყლის ისე­თი ძალა მო­დი­ო­და, რომ მდი­ნა­რე­ში შეს­ვლას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და. ვუ­ყუ­რებ­დი და ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი.ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გან­ცდაა, რაც ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს - ხე­დავ სა­კუ­თარ შვილს საფრ­თხე­ში და ვერ ეხ­მა­რე­ბი. ჩემი მე­უღ­ლე და ჩემი სიძე წყალ­ში გა­დახ­ტნენ. ორი­ვე წყალ­მა წა­ი­ღო, თუმ­ცა, მად­ლო­ბა ღმერ­თს, შუ­ა­ში რა­ღაც დაბ­რკო­ლე­ბას მო­ე­ჭიდ­ნენ და გა­დარ­ჩნენ. იქვე, მო­შო­რე­ბით, სხვა ოჯა­ხი ის­ვე­ნებ­და.

ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნი, და­უ­ფიქ­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად. ისიც წყალ­მა წა­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, უვ­ნე­ბე­ლი იპო­ვეს.

ამ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ან­მა ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი გა­ი­ზი­ა­რა და იმ წა­მებ­ში, როცა ჩვენ­თვის ყო­ვე­ლი წამი სა­უ­კუ­ნეს ჰგავ­და, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და.

ჩემი და კი მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შუ­ა­გულ­ში იდგა. ორ ბავ­შვთან ერ­თად. არ ვიცი, სა­ი­დან ჰქონ­და ამ­დე­ნი ძალა. ალ­ბათ, არ­სე­ბობს ისე­თი ძალა, რო­მელ­საც მხო­ლოდ დე­დო­ბა გაძ­ლევს. თით­ქმის ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა წყალ­ში და ბავ­შვებს არ უშ­ვებ­და. ჩვენ კი ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დით ამ ყვე­ლა­ფერს და მხო­ლოდ ვლო­ცუ­ლობ­დით. შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს მათი ამოყ­ვა­ნა. დღემ­დე ვერ ვი­აზ­რებ, რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი. რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ვი­ყა­ვით ოჯახ­თან ერ­თად, ბუ­ნე­ბა­ში, ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ, ვი­ცი­ნო­დით და მშვი­დად ვი­ყა­ვით. გვე­გო­ნა, რომ უსაფრ­თხო ად­გი­ლას ვი­ყა­ვით.და რამ­დე­ნი­მე წამ­ში ყვე­ლა­ფე­რი ჯო­ჯო­ხე­თად იქცა. ჩვენ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ვართ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ბავ­შვებ­თან ერ­თად ვართ. მაგ­რამ მსგავ­სი რამ ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით. მდი­ნა­რე და­ბა­ლი იყო, წყა­ლი მშვი­დი ჩან­და და სწო­რედ ამი­ტომ შე­ვარ­ჩი­ეთ ეს ად­გი­ლი.

წე­ლი­წად­ში ერთხელ გვაქვს შვე­ბუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ისიც ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ით. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ეს დრო ჩემს შვილ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო, ვა­ნა­ხო სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი, შე­ვუქ­მნა ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბე­ბი და უბ­რა­ლოდ ვი­ყოთ ერ­თად. არა­ვინ იცის, რა დროს რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. და სწო­რედ ამი­ტომ მინ­და, რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ვუ­თხრა მა­თაც, ვინც ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რებ­ში წერს: „სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით“, „ბავ­შვებ­თან ერ­თად რა­ტომ მი­დი­ხართ“ და მსგავს რა­მე­ებს. მშვი­დი იყო ყვე­ლა­ფე­რი. მსგავ­სი რამ არც ფილმში მი­ნა­ხავს. ყვე­ლა­ფე­რი წა­მი­ე­რად მოხ­და. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ, როცა ოჯა­ხი გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­და, სხვას ჭკუა ას­წავ­ლოს და გან­სა­ჯოს.

თუ შე­გიძ­ლი­ათ, უბ­რა­ლოდ გა­ი­ზი­ა­რეთ ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ არ შე­გიძ­ლი­ათ - გთხოვთ, უბ­რა­ლოდ გა­აგ­რძე­ლოთ სქ­რო­ლი და თავი შე­ი­კა­ვოთ უაზ­რო კო­მენ­ტა­რე­ბის­გან. ამ ეტაპ­ზე ნამ­დვი­ლად არ გვჭირ­დე­ბა იმის მოს­მე­ნა, რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ან სად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. დღეს მხო­ლოდ ერთი რამ ვიცი: ღმერ­თმა ჩემი ოჯა­ხი გა­და­მირ­ჩი­ნა. მად­ლო­ბა უფალს წყა­ლო­ბის­თვის. მად­ლო­ბა მაშ­ვე­ლებს. თქვენ ხართ გმი­რე­ბი. თქვენ რომ არა გა­ფიქ­რე­ბაც არ მინ­და რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც იმ წუ­თებ­ში ჩვენს გვერ­დით იყო და დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და. მად­ლო­ბა სას­წრა­ფოს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს - ბო­ლომ­დე ჩვენს გვერ­დით იყა­ვით და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის. თქვე­ნი თა­ნად­გო­მა და ადა­მი­ა­ნო­ბა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა იმ უც­ნობ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­რის­კა.

და მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, ვინც გვი­რე­კავთ, გვწერთ, გვამ­ხნე­ვებთ. ამ პოს­ტით ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ ვერ გი­პა­სუ­ხებთ, მაგ­რამ იცო­დეთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ზარი, შე­ტყო­ბი­ნე­ბა და მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნამ­დე მო­დის და ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, ყვე­ლას. 9 აგ­ვის­ტო არის დღე, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. დღე, რო­მელ­მაც კი­დევ ერთხელ და­მა­ნა­ხა, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია სი­ცო­ცხლე და რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი. უფალს მად­ლო­ბა, რომ ჩემი ოჯა­ხი ცო­ცხა­ლია" - წერს გვან­ცა კო­ბე­რი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×