რეზონანსი
11.08.2026

“სელფი მობაილი” აგრძელებს ქსელის უწყვეთ განახლებას, რათა გაზრდილი მოხმარების 

პირობებშიც სწრაფი და ხარისხიანი კავშირი გქონდეს. 

ივლისში „სელფის“ ქსელს 5 საბაზო სადგური დაემატა - თბილისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში. Ამასთან, უკვე არსებული სადგურები 92 ლოკაციაზე გაძლიერდა - მოდერნიზაცია 

ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, კოპიტნარსა და აჭარის 

დასახლებებში. შედეგად: 

  • მთელი ქსელის მასშტაბით 5G-ით ფაილების ატვირთვის სიჩქარე თითქმის 16%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოების, ვიდეოების და სხვა დიდი მოცულობის ფაილების გაზიარება გაცილებით უფრო სწრაფად შეგიძლია; 
  • თბილისში გაიზრდა ინტერნეტით ფაილების ჩამოტვირთვის და ატვირთვის სიჩქარე, მათ შორის 5G-ით ატვირთვის სიჩქარე 17.4%-ით გაიზარდა; 
  • რუსთავში ქსელის რეაგირების დრო თითქმის მეოთხედით, 24%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარე თითქმის 15%-ით გაიზარდა; 
  • ბათუმში 4G ქსელის რეაგირების დრო 15.3%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G-ით ატვირთვის საშუალო სიჩქარე გაორმაგდა
  • 4G ქსელმა, მაის–ივნისის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 7.2%-ით მეტი ინტერნეტ ტრაფიკი გაატარა და მოემსახურა 4.4%ით მეტ აქტიურ 
  • მომხმარებელს. გაზრდილი დატვირთვის მიუხედავად, ქსელის მასშტაბით ხარისხი იყო სტაბილური, ხოლო არაერთ ქალაქსა და რეგიონში - გაუმჯობესდა;
  • აილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ზრდა გვაქვს გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქუთაისში, აჭარაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და იმერეთში;
  • აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში 5G-ით ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ყველაზე მაღალი ზრდა იყო. 

"სელფი” უწყვეტად მუშაობს ქსელის გაუმჯობესებაზე, რომ ყოველდღე კიდევ უფრო სანდო და სტაბილური კავშირი გქონდეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×