რეზონანსი
21.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეს, მას პირადი ნივთები, მათ შორის, ძვირადღირებული მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულების სახით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების მიერ ძარცვის შედეგად დაუფლებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×