რეზონანსი
21.08.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ანიმაციურ სერიალ „მაშა და დათვი“ შექმნაში მონაწილეობდნენ.

„სანქციები დაწესდა ხუთი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში. ანიმაცია ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს, რომლებიც შენიღბულია, როგორც ბავშვებისთვის განკუთვნილი შინაარსი და საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ბრძანებულებაში.

სანქციები ვრცელდება სტუდია „ანიმაკორდზე“, ანიმაციური სერიალის შემქმნელზე, მის დამფუძნებელზე, აღმასრულებელ დირექტორზე, სცენარისტზე, რეჟისორზე, პროდიუსერსა და სერიალის თანაავტორზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×