რეზონანსი
26.08.2026

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ერთად ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილ დრაპატისთან ერთად ალექსანდროვკის მიმართულებაზე ჯარისკაცებს შეხვდა.

„მეთაურებთან ერთად განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა. არის კონკრეტული მოთხოვნები: დრონებით უზრუნველყოფა, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და რადარების საჭიროება, ბრიგადების პირდაპირი დაფინანსება და მებრძოლების მომზადება. ჩვენი დამცველები მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×