„ნაციონალურ მოძრაობას“ სახელისა და სიმბოლოს შეცვლას ურჩევენ
რეზონანსი
17.01.2021

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ამერიკელი პოლიტიკოსის მოწოდებას გამოეხმაურა „ქართველი ხალხის ერთად დგომის“ აუცილებლობის თაობაზე და განაცხადა, რომ „დიდი განახლების შედეგად ენმ საზოგადოების წინაშე ბევრად უფრო სოლიდურად და მასშტაბურად წარდგებოდა“, ჩავთვალე, რომ დრო დადგა მისი სრული რებრენდინგი, როგორც ყოფილი ლიდერი იტყოდა: „რევოლუციური რეფორმა“ განხორციელდეს... ამასთან, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება შანსი უფრო სოლიდურ პოლიტიკურ ძალად იქცეს და ყველა თაობის წარმოდგენელი გააერთიანოს, თუ თავმჯდომარის გადარჩევის შემდეგ, პირველ რიგში დასახელებასა და სიმბოლოს შეიცვლის...

ფაქტია, რომ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, „ნაცია“ერს ნიშნავს („ნაციონალური“ იგივე, რაც „ეროვნული“), ხოლო თავად სიტყვა რუსულიდან („нация“) დამკვიდრებულა (ძირითადად, სტალინი იყენებდა. ქართულად გამოცემულ მის ნაშრომში „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“ ერთი თავი „ნაციონალური მოძრაობაა“...). 

ისიც ცნობილია,რომ ფრანგულად „nationalite” , ეროვნება და ეროვნულობასთან ერთად, „მოქალაქეობასაც“ ნიშნავს, ხოლო ფრანგულ პასპორტშიც, ერთმნიშვნელოვნად, სახელმწიფოსთან კავშირს აღნიშნავს. შესაბამისად, საფრანგეთში, შესაძლებელია „ერთიან ნაციონალურ (ანუ სამოქალაქო)მოძრაობაში“ ფრანგებთთან ერთად, იტალიელები, ესპანელები და მაროკოელებიც კი გაერთიანდნენ, მაგრამ, ძნელი დასაჯერებელია, „ერთიან ნაციონალურ (ანუ ეროვნულ) მოძრაობაში“ საქართველოში მცხოვრები, მაგ., აზერბაიჯანელები, სომხები დაოსები საკუთარი ნებით გაწევრიანდნენ, თუ მათ სწორად განუმარტეს ამ პოლიტიკური გაერთიანების დასახელების არსი... 

ამდენად, ლიდერის შეცვლასთან ერთად, ლოგიკური იქნება ენმ პოლიტიკური გაერთიანების მიზნების თაობაზეცმკაფიოდ ჩამოყალიბდეს და თუ მხოლოდ ქართველების ინტერესების დაცვას აპირებს, ლოგიკურია, დასახელებაში უცხოური წარმომავლობის სიტყვა „ეროვნულით“ ჩაანაცვლოს, ხოლო, ასაკის მიუხედავად, საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების მოქალაქის ერთიან პოლიტიკურ პლატფორმაზე გასაერთიანებლად, უმჯობესი იქნება, „ერთიანი სამოქალაქო მოძრაობა“დაირქვას.

შესაძლებელია, მესვეურებმა „რევოლუციურ“ პარტიას სხვა დასახელებაც შეურჩიონ, მაგრამ ვურჩევ მასში სიტყვა „ნაციონალური“ აღარ გამოიყენონ, მითუმეტეს, „ნაცი“ შოთა რუსთაველსაც მეტად უარყოფით კონტექსტში აქვს გამოყენებული, ხოლო სულხან–საბას ლექსიკონში მოცემული განმარტების „გასაჯაროებისგან“, თავს შევიკავებ...

პარტიული სიმბოლო კი თუნდაც იმიტომ უნდა შეცვალოს, რომ, ფაქტობრივად, იმ „სახელმწიფო (ეროვნულ) დროშას“ იმეორებს, რომლის არც წარმომავლობა (პარტიულია, რელიგიური თუ ისტორიული) და შინაარსიიცის მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ და არც ის, რომ კანონმდებლობის თანახმად, მისი ცენტრალური ჯვრის ტოტის სიგანე დროშის სიგანის 1/5–ს უნდა შეადგენდეს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დროშაზე ეს ჯვარი გაცილებით ვიწროზოლებიანია...

არადა, თსუ–ის პროფესორი თედო დუნდუა თვლის, რომ „თეთრ ფონზე გამოსახული ხუთი ჯვარი კათოლიკური სამყაროს ინტეგრაციული სიმბოლოა და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა“, ხოლო აკაკი ბაქრაძე გვაფრთხილებდა „ფრთხილად, დროშის ქურდობა არ დაგვწამონო“ ... თან, ცდილობდა აეხსნა, თუ საფრთხეს უქმნის წითელჯვრიანი სიმბოლო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას („საქართველო”, #54, 1997 წელი).

ამასთან,საზღვაო რუკებზე კათოლიკური მისიების ადგილსამყოფელი ხუჯვრიანი სიმბოლოებით, საქართველოს გარდა, მაგ., თურქეთში, ყირიმში, კილიკიის არმენიასა და იორდანიაშიც არის მონიშნული, ხოლო VIII საუკუნიდან ხუთჯვრიანი კომპოზიცია სომხურ ტაძრებზეა გამოსახული, რის გამოც სომხებიც თავისად თვლიან.

ფაქტია, ხუთი ჯვრის ენმ–ის სიმბოლოდ აღქმის გამო, სხვა ოპოზიციურ პარტიებს „სახელმწიფო დროშა“ საპროტესტო აქციებზეც კი არ გამოქვთ, ხოლო ისტორიული დროშის თაობაზე ისტორიკოსებისთვის დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თეთრ ფონზე წმინდა გიორგი ან შინდფისფერზე – ოქროსფერი ჯვარი იყო გამოსახული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ენმ–ის მესვეურებს ვურჩევდი პარტიული სიმბოლოს შესარჩევად მორიგი კონკურსი გამოაცხადონ და სახელმწიფო დროშისგან განსხვავებული ვარიანტი შეარჩიონ.

სახელისა და ლოგოს შეცვლით, განახლებული ენმ, გარკვეულწილად, ყოფილ ლიდერთან ასოცირებულიდესტრუქციული ქმედებისგანაც დისტანცირდება, რაც მის რიგებში გაცილებით მეტ მოქალაქეს მიიზიდავს. 

კარგი იქნება, თუ სახელწოდებისა და სიმბოლოსშეცვლის იდეასაც წევრები დისტანციურად განიხილავენ , ხოლო თუ გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა ამის წინააღმდეგი წავა, გონივრული იქნება,მელიამ მის მხარდამჭერებთან ერთად ახალი პარტია შექმნას,ხოლო „ნაცმოძრაობამ“ ვარშალომიძის ხელმძღვანელობით დაასრულოს „მოღვაწეობა“. რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, მითუმეტეს, რომ პოლიტიკური სივრციდან, ისევ როგორც „მოქალაქეთა კავშირი“, როგორც ჩანს, „ქართული ოცნებაც“ გაქრება, ვინაიდან, ფაქტობრივად, თავისი მისია უკვე შეასრულა (მით უმეტეს, არც მისი დასახელებააგონივრულადშერჩეული...).

თუ რეფორმირებული ენმ ან მელიას ახალი პოლიტიკური გაერთიანება სახელად „ერთიან ეროვნულ (ან სამოქალაქო) მოძრაობას“ არ აირჩევს, ვურჩევ მას უბრალოდ „ერთობა“ ან „ერთად“ დაარქვან. ერთის მხრივ, ნაგულისხმევი იქნება მოქალაქეების გაერთიანება კონსტიტუციის პრეამბულაში „ურყევ ნებად“ დეკლარირებული მიზნების განსახორციელებლად , ხოლო, მეორეს მხრივ, ვინაიდან უზენაესი კანონით „ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაციაც“ პრიორიტეტად დავისახეთ, „ერთობაში“ ნაგულიხმები იქნება ევროპისკენ მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად სვლაც. 

ვფიქრობ, ბატონ ნიკას ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, როდესაც ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვისი ჩრდილის ქვეშიდან უნდა გამოვიდეს და საკუთარი პოლიტიკური კარიერა შეიქმნას (მითუმეტეს, რომ ამ გზას მრავალი მისი თანაპარტიელი დააგდა...).

თუ გავითვალისწინებთ,რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ფაქტობრივად, ყოველი ათწლეული საქართველოში ხელისუფლების „გადაბარებით“იწყება, ხოლო „პოლიტიკური ელიტა“ (მათ შორის, ოპოზიციური...) , ფაქტობრივად, იგივე რჩება, როგორც ჩანს, მომავალ პარლამენტშიც „ძველისახეები“ახალი საარჩევნოსუბიექტების პარტიული სიებით მოხვდებიან... დარწმუნებული ვარ, მათ შორის ნიკა მელიაც იქნება, ხოლო თუ რა რაოდენობითიქნება პარლამენტში მისი „მოძრაობა“ ან პარტიაწარმოდგენილი, სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად გაითვალისწინებს, მისდამი კეთილგანწყობილი უპარტიო მოქალაქის მიერ წინამდებარე წერილში ღიად გამოთქმულ რჩევებს და თუ საქმიანობის პრიორიტეტებსაც, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავს.

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )