თამთა ჩაჩანიძე
15.09.2020

საქართველო ებრაულ კომპანია „რაფაელთან" თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გააძლიერებს თავის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას და რუსეთთან ახალი შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს უკვე შეეძლება სისხლი გაუშროს რუსეთის საბრძოლო ავიაციას. ამის შესახებ გამოცემა „ფორბსთან" საუბარში ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა დევიდ ექსმა განაცხადა.

ქართველი ექსპერტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „რაფაელს" შორის 11 სექტემბერს დადებლ ხელშეკრულებას ასევე დადებითად აფასებენ და

დევიდ ექსის თქმით, 2008 წლის ომის პერიოდში საქართველოს საბჭოთა კავშირის დროინდელი საშუალო დიაპაზონის „ს-125მ" და „ბუკ-მ1", მცირე დიაპაზონის „ოსა-აკ" საჰაერო თავდაცვის სიტემები და საზენიტო სარაკეტო სისტემა „სტრელა" ჰქონდა, რომელმაც, როგორც იგი აღნიშნავს, რამდენიმე რუსული თვითმფრინავი გაანადგურა. მიუხედავად ამისა, რუსულმა ჯარებმა ხუთდღიანი კონფლიქტის შედეგად ყველა დიდი ქართული რადარი, თითქმის ყველა „ბუკ" სისტემა და რამდენიმე საზენიტო იარაღი გაანადგურა.

როგორც ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა აღნიშნა, რუსეთის საჰაერო ძალებმაც მოდერნიზაცია განიცადეს, თუმცა საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო თავდაცვითი სისტემები უკეთ იქნება მომზადებული.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებას უწონებს. მისი განცხადებით, „რაფაელი" საკმაოდ სერიოზული კომპანიაა, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე მუშაობს.

„ჩვენ კონკრეტულად რას ვყიდულობთ - ეს სახელმწიფოს საიდუმლოებაა. ამ კორპორაციას ხუთი ძირითადი მიმართულება აქვს - ის უშვებს უპილოტო თვითმფრინავებს, დრონების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, „სპაიდერის" ოჯახის მცირე, საშუალო და დიდი სიშორის მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემების სარაკეტო კომპლექსებს, რომელიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და მისი მოქმედების რადიუსი 40 კმ-ია, ასევე „სკაი-სპოტერს", რომელსაც შეუძლია, რომ რადიოლოკაციური სისტემების წინმსწრები დაფიქსირება მოახდინოს.

„სხვათა შორის ამ კომპანიასთან მოლაპარაკებების ჯერ კიდევ 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიდიოდა, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა, იმიტომ, რომ მაშინ სააკაშვილმა ხელშეკრულება მეორე კომპანიას „ელბიტ სისტემსს" დაუდო. საუბარი იყო სადაზვერვო დრონების „ჰერმეს-450"-ების შეძენაზე. ასევე მათ უნდა მოეხდინათ ღამის ხედვის ლაზერული დანადგარების მეშვეობით ჩვენი საბრძოლო „ტ-72" ტანკების მოდერნიზაცია, რაც ამ კომპანიამ გააკეთა კიდეც.

„ირაკლი ღარიბაშვილმა, წინა თავდაცვის მინისტრებისგან განსხვავებით, სწორი ნაბიჯი გადადგა. „რაფაელთან" გაფორმებული კონტრაქტი საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მტერს სძინავს. მათაც მოახდინეს თავისი სისტემების მოდერნიზაცია", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×