თამთა ჩაჩანიძე
22.01.2021

არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა, გეგმაში მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებაც შედის, თუმცა ეს თბილისს, რუსთავს და ქუთაისს არ შეეხო, რამაც საზოგადოების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ვირუსის გავრცელების კუთით ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია, თუმცა საბჭომ გადაწყვეტილება გარკვეულ ქალაქებში ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო.

„ყველაფერი ისევ სიტუაციიდან გამომდინარეა, მოსახლეობის გადაადგილების პრობლემა უკვე ძალიან გამწვავდა, შესაბამისად ეს კარგი ცხოვრებიდან გამომდინარე არ მოხდა, სხვა გზა არ იყო, თორემ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტრანსპორტია, ვგულისხმობ მუნიციპალურ ტრანსპორტს - ავტობუსებს და ა.შ. სადაც ადამიანები შედარებით ახლოს სხედან და ზოგჯერ ერთმანეთის პირისპირ, ან გვერდიგვერდ 15 წუთზე მეტხანს იმყოფებიან-ხოლმე.

„ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად თუ თავდაცვა მოხდება, მაინც იმედი მაქვს, რომ აფეთქებას და დიდ ტალღას არ მივიღებთ. ხალხიც უკვე ამ საკითხში გამოცდილია, მაქსიმალური დისტანცირება უნდა მოხდეს.

„ამაზეც გვქონდა ლაპარაკი, რომ ხომ არ შეიძლება რაღაც ცელოფნის ტიპის დამცავი ტიხრები გაეკეთებინათ, მაგრამ ალბათ ეს წარმოუდგენელია და ამიტომაც ამაზე საუბარი არ გაგრძელდა, თუმცაღა სხვა გზა არ იყო და ამიტომაც მოხდა ეს ყველაფერი. დაველოდოთ, თვითონ ადამიანებზეა დამოკიდებული ყველაფერი."- განაცხადა ხმალაძემ.

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება აღდგება, რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, აქ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

1-ლ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )