ია აბულაშვილი
22.10.2021

მელია გაიმარჯვებს თუ გამარჯვების გარეშე დატოვებს პარტიის თავმჯდომარეობას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, 30 ოქტომბრის შემდეგ ისე დაიშლებიან, მაგათი ბუნდღაც აღარ იქნება - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ნიკა მელიას განაცხადებას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.

„ჯერ გაიმარჯვოს და განცხადებები შემდეგ გააკეთოს. რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ „ნაცებში" დიდი დაპირისპირებაა. ეჭვი მაქვს, რომ მავანს და მავანს დიდი სურვილი ჰქონდა მიშას ჩამოცილების და იმდეს აძლევნდნენ, რომ საქართველოს მიწაზე ფეხს როგორც დაადგამდა, აზვირთებული ხალხის მასა ტახტრევანით პრეზიდენტის სასახლეში მიაბრძანებდა. მოატყუეს „მეგობრებმა" და მიშა მიაბრძანეს იქ, სადაც დიდი ხანია უნდა ყოფილიყო. კარგია, თავისი სურვილით რომ ჩამოვიდა. ბოლოს და ბოლოს მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც საქართველოს სამმა სასამართლომ მიუსაჯა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს კი არის მიჩვეული ბიჭი, მაგრამ რა ქნას. ისე, თავის აშანებულ ციხესთან შედარებით, რომელშიც სული ამოხადა ნახევარ საქართველოს, ხუთვარკვლავიანი ნამდვილად არის; მაგრამ მაინც არ მოსწონს, ხან ლეიბი დაიწუნა, ხან ტელევიზორი.

მიშას მინდა ხმა მივაწვდინო, მისი თანაპარტიელებისა და გულშემატკივრების გეგმებში, რომლებიც დღეს გულზე მჯიღს ირტყამენ „თავისუფლება მიშასო", მიშას გათავისუფლება არ შედის. მელიამ და ხაზარაძემ, „მომავლი თბილისის მერმა და მისმა მოადგილემ" ერთი გაძვალტყავებული ჩინოვნიკის ადგილიც კი არ გაიმეტეს ამ „სამშობლოსათვის დამაშვრალი გმირისთვის" - რა ქნან, ჯერ ასე აშკარად ვერ განუდგნენ, მაგრამ შეფარვით უთხრიან ძირს.

რევოლუციას მოვაწყობთო, რომ ამბობენ, ერთი ბაბუაჩემი მოაწყობს რევოლუციას და მეორე ეგენი. რა რევოლუციის მომწყობები არიან, სიტყვა „რევოლუციის" განმარტებაც არ იციან. ამ არჩევნებს რომ ვერ მოიგებენ, ფაქტია, მაგრამ 30 ოქტომბრის სრული მარცხის შედეგ ნახავთ, ერთმანეთს ისე დაერევიან, მაგათი ბუნდღა აღარ იქნება," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×