სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    13.02.2018

     თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ "სამხედრო კოდექსის" პროექტი მოამზადა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარუდგენს პარლამენტს. მისსივე თქმით, ახალი "სამხედრო კოდექსი“ სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს ახალი რედაქციის კონსტიტუციასთან. 

    "წელიწადნახევრის განმავლობაში უწყების ფარგლებში აქტიურად ვმუშაობდით "სამხედრო კოდექსის“ პროექტზე, რომელიც უკვე მზად არის. აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით განვიხილავთ, რათა საერთო კონსესუსით მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც თანხვედრაში იქნება ახალ კონსტიტუციასთან და ნატო-ს სტანდარტებთან, მათ შორის გენშტაბის სტრუქტურული ორგანიზების კუთხით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ახალ კოდექსზე მუშაობა 2 კვირაში დასულდება.

    "სამხედრო კოდექსი" ჯერ ისევ არის სამუაშაო ფორმატში და დასრულებულ სახეს ალბათ ერთ-ორ კვირაში მივცემთ. ამიტომ, კონკრეტულ საკითხებზე არ მინდა ვისაუბრო და ვიჩქარო, რადგან ამის შესახებ ჯერ მინისტრი დააანონსებს და მერე უკვე დეტალურად შემეძლება ყველა კითხვაზე გიპასუხოთ", - აცხადებს ნუკრი გელაშვილი.

    "რეზონანსი" სამხედრო ექსპერტებთანაც შეეცადა ამ საკითხზე დამდატებითი ინფორმაციის მოპოვებას, მაგრამ როგორც ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო პოლიტიკურ  და უსაფრთხობის საკითხებში ამირან სალუქვაძემ განგვიცხადა, ბოლო ერთი წელია სამინისტრო დახურულ ფორმატში განიხილავს საკითხებს და შესაბამისად, "სამხედრო კოდექსში" შესული ცვლილებები მისთვისაც უცნობია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved