სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    16.05.2018

     სასამართლოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის უფლება შეიძლება მიეცეს, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს. ამის შესახებ საუბარია უმრავლესობის დეპუტატების ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილ კანონპრტოექტში. ცვლილება ჯერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევა, ხოლო ახალადარჩეული საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

    რა აუცილებლობამ მოითხოვს ახალი ცვლილება და ხომ არ არის ეს ცენზურის რაიმე ფორმით შემოღება? „რეზონანსი“ მწერალ რევაზ მიშველაძეს ესუბრა.

    „უკანასკნელ წლებში არაერთი ისეთი ნაწარმოები გამოვიდა, რომელიც მართლაც ლახავს ადამიანის უფლებებს, ეწინააღმდეგება მორალს, თუმცა ვფიქრობ, რომ ცენზურის რაიმე ფორმით შემოღება დაუშვებელია. 

    „მხატვრული ნაწარმოების გავრცელებას რაც შეეხება, თუ მწერალი დაწერს მხატვრული ნაწარმოებს, მიიტანს სტამბაში და გამოსცემს, ნაწარმოების გამოცემაზე უფლება კი უნდა მიიღოს რაღაც უწყებიდან, ადრე "მთავლიტი" ერქვა, მიაჩერდეს ამ "მთავლიტს" ან ახალ შემმოწმებელს, რომ გავიდეს მკითხველის წინაშე - ეს უკან დაბრუნებაა, საბჭოთა ცენზურის დაბრუნება. 

    „მაგრამ წიგნის გამოსვლის შემდეგ ეს მხატვრული ნაწარმოები უნდა წაიკითხოს კომპეტენტურმა პირმა. შეიძლება რჩევა მისცეს გამავრცელებელ დაწესებულებებს, რომ არ მისცენ ფართო გზა. ეს უნდა გააკეთოს კვალიფიციურმა ადამიანებმა და არა პოლიციურმა ლიტერატორებმა“, - ამბობს რევაზ მიშველაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved