სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ჩავალ ერევანში და მივულოცავ გამარჯვებას, თანაც ვნახავ სიტუაციას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები..."
    ია აბულაშვილი
    17.05.2018

     სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. ამის შესახებ თავად ფაშინიანმა განაცხადა ჟურნალისტებთან: "საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ, ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს".

    გავრცელებული ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი და მაღალი თანამდებობის პირები ეწვევიან. გამორიცხული არ არის, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც ამ პერიოდს დაემთხვას.

    როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, ნიკოლ ფაშინიანთან ახლო ურთიერთობა აქვს ცნობილ ქართველ პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძეს და იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება, მას სომხეთის ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობაც კი შესთავაზონ.

    ამ და სხვა საკითხების გასარკვევად "რეზონანსი" გუბაზ სანიკიძეს დაუკავშირდა.

    "ნიკოლ ფაშინიანი გავიცანი 2014 წელს, როცა სომხეთში ვიყავით საპარლამენტო დელეგაცია წასული. ნიკოლ ფაშინიანი მაშინ სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით, თბილისშიც იყო ჩამოსული.

    "თავიდანვე ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ძალიან თავმდაბალი ადამიანია, განათლებული, მებრძოლი და პრინციპული. მას ძალიან კარგი განწყობა აქვს საქართველოს მიმართ და თვლის, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და იგი სტრატეგიულ ურთიერთობაში უნდა გადავიდეს. ასე რომ, საქართველოსთვის იგი ნამდვილად მნიშვნელოვანი ფიგურაა.

    "რაც შეეხება სომხეთში ჩემს ვიზიტს და განსაკუთრებით თანამდებობას, თანამდებობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ როცა დალაგდება სიტუაცია, მე აუცილებლად ჩავალ ერევანში და მივულოცავ გამარჯვებას, თანაც ვნახავ სიტუაციას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

    "რაც შეეხება იმას, რომ სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და რაც შეიძლება მალე, საქართველოში მას არ შევხვდები, არ შევაწუხებ და არც ჩვენს ხელისუფლებას გაუხარდება ჩემი დანახვა. მე მასთან ცალკე, პრივატული ურთიერთობა მექნება", - განუცხადა სანიკიძემ "რეზონანსს".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved