სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    15.07.2019

     "ამხანაგმა პუტინმა თავის თავზე აიღო მისი ფალსიფიკატორი ისტორიკოსების შექმნილი ზეისტორიის წარმოჩენა, მაგრამ ამ სისულელეს მსოფლიო ცივილიზაცია არ ღებულობს. ისტორია თავისას აკეთებს, მას თავისი ბუნებრივი კანონები აქვს" - ასე ეხმაურება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ანზორ წოწონავა პუტინის ისტორიულ წიაღსვლებს აფხაზეთთან მიმართებაში.

    "ამხანაგმა პუტინმა თავის თავზე აიღო მისი ფალსიფიკატორი ისტორიკოსების შექმნილი ზეისტორიის წარმოჩენა და ცდილობს სამართლებრივი ფორმა მისცეს, რატომ შექმნეს ე.წ.დამოკიდებელი სუბიექტი.

    "ცდილობს თავის გამართლებას და თანაც ძალიან კარგად იცის, რა ვითარებაა დღეს აფხაზეთში, როგორი განწყობაა რუსეთის მიმართ. რა მიიღეს აფხაზებმა თავისი გადაწყვტილებით, სოციალ- ეკონომიური ვითარების უკიდერესად გაუარესება, რუსეთის ბიუჯეტზე სრული დამოკიდებულება და ა.შ. ამიტომ აფხაზები ცოტა დაამშვიდა და გული მოულბო.

    "საუკუნეების მანძილზე არაერთხელ გამოუყრიათ ქართველები თავისი მიწა- წლიდან, მაგრამ ისტორია თავის აკეთებს, მას თავისი ბუნებრივი კანონები აქვს, და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში.

    "მსოფლიო ცივილიზაცია ამ მოგონილ სისულელებს არ ღებულობს, მსოფლიოს ისტორიკოსებმა ძალიან კარგად იციან, რომ აფხაზეთი არის საქართველო და ამ თემაზე, მარტო სოხუმის უნივერსიტეტში 200-მდე კვლევა და ნაშრომია შექმნილი.

    "აფხაზეთის უმღლესი საბჭოს მიერ ჩვენი ისტორიკოსების მიერ შექმნილი ასობით ნაშრომი თუ ბროშურა დაგზავნილია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერისტეტებში, საერთაშორისო ორგანიაზციებში. რუსეთის იმპერიულ ზრახვებს ვერ გადააკეთებ, მაგრამ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა ვაიძულოთ რუსეთი მშვიდობიანი მოლაპარაკებით დააბრუნოს ჩვენი ტერიტორიები"- განაცხადა "რეზონანსთან" ანზონ წოწონავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×