სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    17.09.2019

     „მე პირადად მკვლელების შეწყალებას არ მოვიწონებდი", - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ქართული ოცნებისა" და საპარლამეტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტს.

    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ა. ბ. შეიწყალა. ეს უკვე მკვლელობისთვის გასამართლებული მეორე პირია, ვინც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, პირველი მსჯავრდებული კი რ.დ.-ა, რომელიც 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობის გამო იყო გასამართლებული.

    „მე პირადად მკვლელების შეწყალებას არ მოვიწონებდი, თუმცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა თავის პოზიცია, უკმაყოფილება. ეს ერთი და იგივე შეწყალების აქტზეა საუბარი, რაც მოხდა აგვისტოში და მას მერე, რამდენადაც ვიცი, კონსულტაციები იმართება, რომ ამ პროცესში ასეთი რაღაცეები აღარ მოხდეს და შესაბამისად, პარლამენტთან ერთად ჩამოყალიბდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც ასეთ გაუგებრობას, რაც ადამიანებში კითხვებს იწვევს, აღარ გამოიწვევს", - აღნიშნა ზოიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ИНЦИТАТУС   (17.09.2019)
    Ки маграм ис шецкалебеби шерча им гатахсиребул дедаберс? Ес рогор, албат винме тквенианма стхова ан даавала сакмао гасамрджелос санацвлод. Усиндисо каци хар Зоидзе.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×