სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    08.11.2019

     „ეს მოვლენა არ მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მივიდე სადმე და კინოჩვენება ძალისმიერი მეთოდებით ჩავშალო" - ასე აფასებს „რეზონანსთან" „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე, საქართველოს კინოთეატრებში რეჟისორ, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერას.

    შეგახსენებთ, რომ კინოპრემიერასთან დაკავშირებით „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სხვა რადიკალური ჯგუფები მწვავე პროტესტს გამოთქვამენ და პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან.

    თევდორაძე ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსს" ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი მსგავსი აქტივობა დაგეგმილი არ ჰქონია, რადგან ძალისმიერი მეთოდები ალიანსისთვის მიუღებელია.

    „არანაირ პროტესტს არ ვაპირებთ, ვფიქრობთ რომ ვისაც სურვილი აქვს ნახოს და თავად შეაფასოს, რა იქნება მისთვის მაგალითი, რა - კრიტიკულად შესახედი და რა -მოსაწონი.

    „ეს მოვლენა არ მომწონს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მივიდე სადმე და კინოჩვენება ძალისმიერი მეთოდებით ჩავშალო, მე რა მომწონს და რა არა, ეს ჩემი პირადი საქმეა დამეთანხმებით.

    „პატრიოტთა ალიანსს" ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რაიმე აქტივობა ჰქონოდა, ამას აუცილებლად გამოაცხადებდა და გაიგებდით ისე, როგორც იცით ახლა, რომ სანდრო ბრეგაძე და სხვები ამას აპროტესტებენ.

    „ფილმი მოგვწონს თუ არა ეს სხვა თემაა, არსად არავის არ მიუწვევივართ დისკუსიაზე ამ ფილმის ავ-კარგიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ფილმის ჩვენება კინოთეატრში მიდის და იქ ჩვენ მივიდეთ, გავაპროტესტოთ ვიღაცას გადავეღობოთ წინ და ძალისმიერი მეთოდით არ შევუშვათ ბილეთის მქონე ადამიანები, ამას ნამდვილად არ ვაპირებთ და ეს ჩანს კიდეც რომ არ ვაპირებთ.

    ფილმს რაც შეეხება, არ მინახავს."-აცხადებს თევდორაძე.

    ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში, თბილისსა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს შედგება,ჩვენება თბილისში კნოთეატრ ამირანში 19:30 წუთზე დაიწყება,ფილმის ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×