სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    01.12.2019

     1500-ზე მეტი მძევლად აყვანილი მოსახლეობა-ახალგორელები შველას ითხოვენ.  ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუ ე.წ. ჩაკეტილი საზღვარი არ გაიხსნა, ამ ზამთარს მოსახლეობა ნელ-ნელა სიცივით და შიმშილით ამოიხოცება. თითქმს მესამე თვეა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის  ჩაკეტივის გამო რეგიონი ჰუმანიტარული კატსტროფის ზღვარზეა.  ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, იზოლაციაში ცხოვრობს.  

    დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელებისთვის გადაადგილების შეზღუდვას არ განმარტავს. თუმცა  ადგილობრივები ამბობენ, რომ ე.წ. ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის მიზეზი წნელისის ქართული საგუშაგოა, რომლის აშენების საპასუხოდ დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. 

    ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლის ვინაობის დასახელებისგან  მისი თხოვნით  თავს ვიკავებთ „რეზონანსთან“  ყვება, რომ ახალგორში სიტუაცია დღითი-დღე მძიმდება. პენსიონერებს ფული გამოელიათ,  ავადმყოფები ვერ იღებენ კვალიფიციურ დახმარებას და პრობლემები ყოველდღიურად მატულობს. მათ არავის იმედი აღარ აქვთ, რომ თბილისში ან კიდევ ცხინვალში  პრობლემას  გადაწყვეტენ. ხშირია ფაქტები, როდესაც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიისა და, შესაბამისად, გათბობის გარეშეა ხშირად  დარჩენილია  საავადმყოფოც, რაც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე   მოსახლეობა ინფორმაციულ  ვაკუუმში ხვდება.  

    ე.წ. უშიშროების კომიტეტმა კი „შავი სია“  შეადგინა, რომელშიც 3 წლის ბავშვიც კი მოხვდა.  ადგილობრივი ამბობს, რომ ეს „შავი სია“ პერიოდულად იზრდება.  საშვზე 35-ზე მეტ ადამიანს უკვე  უარი ეთქვა. 

    „ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში უმძიმეს სიტუაციაა.1500-ზ მეტი ადამიანი ოსურმა მხარემ მძევლად აიყვანა. მოსახლეობას არა აქვს არც რუსული და არც ოსური პასპორტი. ვერ იღებენ პენისებს. პურსაც კი ნისიად ვყიდულობთ. აფთიქებში არ არის ელემენტარული ტკივილგამაყუჩებელი. მაღაზიები დაცარიელებულია, ვისაც რამე აქვს შემორჩენილი სამმაგ და ოთხმაგ ფასებში ყიდიან. აქ  მოსახლეობის დიდი ნაწილი  ქართულ პენისიაზე და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სამი თვეა არავის არაფერი აუღია. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებსაც სასწრაფოდ ქიმიო–თერაპია ესაჭიროებათ. შეშა და ფქვილი ძვირია. არის სიტუაცია, როდესაც ელექტროენერგია მიდის და ხან 36 საათის განმავლობაში არ მოდის. ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ არ ვიცით, ალბათ ასე სიცივით და შიმშილით ნელ-ნელა დავიხოცებით. 

    აქ არიან ასევე ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტებიდან გამორიცხვის საფრთხის წინაშე დგანან. ზოგის ოჯახის წევრები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვამდე იქით დარჩა, ზოგიც აქეთ. თუ ვინმე ცხინვალიდან პროდუქტს ჩამოიტანს იმდენად ძვირია, რომ გაღატაკებული ხალხი ყიდვას ვერ ახერხებს. ნისიადაც აღარ უნდათ მოცემა, რადგან არვინ იცის ე.წ. საზღვარი როდის გაიხსნება. ალბათ, როცა ე.წ. საზღვარს  გახსნიან ცოცხლები აღარ დაგხვდებით“, - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

    ტრაგიკული შემთხვევა სწორედ ამ შეზღუდვას მოჰყვა. 29 ოქტომბერს, ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა, რაც ევროკავშირმა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ტრაგიკული მაგალითად შეაფასა. 

    გარდა ამ ფაქტისა, ახალგორში 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა. მძიმედ დაშავებულის ოჯახი ცხინვალის საავადმყოფოში მყოფი პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას უშედეგოდ ითხოვს.  

    დღემდე ასევე პატიმრობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 15 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონ კვეთის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი ჭაში ჩავარდნილი პაციენტის მოსანახულებლად მიდიოდა.   

    ყოფილი მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი რაც ახლა ახალგორთან დაკაშირებით ხდება, ომის დროსაც არ ყოფილა. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ახალგორში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა, თუმცა უკვე მესამე თვეა ხელისუფლების მხრიდან ამის მზაობა არ ჩანს. 

    ზაქარეიშვილი ამბობს, რომ არსებობს პირდაპირი კონტაქტები, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებასთან საუბრის შედეგად საქართველოს ხელისუფლება თავის თანამოქალაქეებს უნდა დაეხმაროს. ასევე,  სასწრაფოდ უნდა მოხდეს სიის შედგენა რა სახის მედიკამენტები და პირველადი სახის დახმარება ესაჭიროებათ. ამის შემდეგ კი ჯანდაცვის სამინისტრომ წითელი ჯვრის ან სხვა კონტაქტების დახმარებით, ადგილობრივებს უნდა გაუგზავნოს. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ახალგორელები განაწყენებულები და გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ კარასინი აბაშიძის შეხვედრის დროს მათი პრობლემის განხილვა არ მოხდა. 

    „ახალგორელები აღშფოთებულები არიან იმაზე, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროს, მათი საკითხი არ დაისვა და ამ პრობლემის მოგვარებაზე თავს არავინ იწუხებს. ადგილობრივები იმაზე ბრაზობენ, რომ ქართველი მოსახლეობისთვის ახალგორის ჩაკეტვა ისეთი მტკივნეული არ არის, როგორც თუ გინდ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრებას მოჰყვა. 

    რა თქმა უნდა, გაფრინდაშვილის დაკავებას რომ აჟიოტაჟი უნდა მოჰყოლოდა, ამაზე ადგილობრივები არც დაობენ, მაგრამ უკვე მესამე თვეა არანაკლებ მძიმე პრობლემის ირგვვლივ, რასაც ამდენი ადამიანის ფაქტობრივად ტყვეობაში ყოფნა ქვია, არავინ არფერს აკეთებს.  მეც მიკვირს, რატომ არ მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან ერთად ახალგორის ე.წ. საზღვრის გახსნის საკითხი“,-აცახდებს პაატა ზაქერიშვილი. 

    კონფლიქტოლოგი  ამბობს, რომ სიტუაცია ასევე ლავროვის და ზალკანიანის შეხვედრის შემდეგ გაუარესდა. ზაქარეიშვილს  აინტერესებს საერთოდ რა იყო მათი ნიუ ორკში შეხვედრის მიზანი  და საუბრის თემა, თუ არა ახალგორის პრობლემა. 

    „ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ  თუნდაც  ოსეთის მხრიდან და მათთან საუბარი და კონტაქტი დღემდე  მაქვს. ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ მიდის საუბარი და აქვთ კონტაქტები  დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. თუმცა ესენი მე მეუბნებიან, რომ მათ არავინ ეხმაურებათ და არანაირი საუბარი არ მიდის. არანაირი რეზულტატი არ გვაქვს, პირიქით, სიტუაცია უარესობისკენ წავიდა. თუ კონტაქტები არის, სიტუაცია უფრო რატომ ფუჭდება? მე როდესაც  მინისტრი ვიყავი, ექიმის გადასვლაზე ვურეკავდი, ვუთანხმებდი და მანქანით გადადიოდა, რომ ადგილობრივებისთვის ოპერაცია გაეკეთბინათ. 

    სერგეენკო ყოველთვის მეხმარებოდა, რომ ახალგორელებისთვის მედიკამენტები მიმეტანა. ასეთი რამ ომის დროს არ მონხდარა. ეს არის კატასტროფა.არ იციან საქმე როგორ  გააკეთონ და ხალხი ასე უყურადღებოდ  უკვე მესამე თვეა დატოვებული ჰყავთ. არსებობს რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ  ჩამოვიდნენ და მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები ვლადიკავკაზიდან ახალგორელებს შეუტანონ. ამას ყველაფერს გაგება და მუშაობა უნდა’, - აცხადებს „რეზონანსთან“  ზაქარეიშვილი.     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Madona   (05.12.2019)
    Ukomentarod


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×