ია აბულაშვილი
20.06.2020

„ფსევდო ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ნათელაშვილთან იკრიბებიან, არანაირი კონსულტაციები არ გამივლია. დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს საბურთალოზე და დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშია“ კონკურენტს არ დამიყენებენ. მე არცერთ ხმას არ გავატან პუტინის ვექტორს“, - აცხადებს პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელიც საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

„ჩემი მეგობრების, გულშემატკივრების დიდი ხნის თხოვნის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ვიყარო კენჭი საბურთალოს რაიონში. არანაირი კონსულტაციები არ გამოვილია იმ ფსევდო ოპოზიციასთან, რომლებიც ნათელაშვილის ოფისში იკრიბებიან. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშია“ კონკურნეტს არ დამიყენებენ. ველოდები თავისი კანდიდატი დააყენოს იმ ფსევდო ოპოზიციამ, რომ საკადრისი ადგილი მივუჩინო. მე არცერთ ხმას არ გავატან პუტინის ვექტორს.  

„ხომ ხედავთ, ბურჯანაძემ თავის კანდიდატურა თბილისში ვერ დააყენა მიუხედავად იმისა, რომ გიგა ბოკერია ძალიან ებღაუჭება, რომ მერე, როცა პარლამენტში შევა, ბურჯანაძისგან და სხვა პარტიებიდან ხმები შეაკოწიწოს და „იჩალიჩოს“ რომ მისგან წამოვიდეს პრმიერ-მისნიტრის კანდიდატურის წარდგენა.

„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობას ეხება, ბოკერიას განცხადებები ჩემთავის ყოველთვის გაუგებარია, რადგან სულ თაღლითური გეგმები აქვს. ჯერ საერთო სია არ გვინდაო, როცა მიშამ შესთავაზა, და საერთო მაჟორიტარები უნდა? ეს როგორ არის, იქნებ ვინმემ ამიხსნას.  

„ახლა ამ განცხადებაზე იტყვის, რომ ამან გვთხოვა, იმან გვთხოვა... არადა ყველაფერს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. მე დიდი ხანია მაგათთან არაფერი მესაქმება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×