სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ქარჩავა
    16.04.2010

      სახალხო დამცველს არასამთავრობოები აუმხედრდნენ და ალტერნატიული სახალხო დამცველის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდიან. შერჩეულია ალტერნატიული სახალხო დამცველის სავარაუდო კანდიდატი. როგორც ამ იდეის ავტორი ა-ო "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, მას უნდა ჰქონდეს რეალური ავტორიტეტი და უნდა იყოს ოფიციალური სახალხო დამცველის რეალური ალტერნატივა.

    ეთერ ბალაძე
    16.04.2010

      გუშინ პარლამენტის წინ შეკრებილმა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ადვოკატებმა რამდენიმე წუთით რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები, რამდენიმე ასეული ადამიანი, საქართველოში პოლიტპატიმართა არსებობას აპროტესტებდნენ.

    ლილი ხმალაძე
    15.04.2010

      ქართულმა სპეცსამსახურებმა შავ ბაზარზე ურანის გაყიდვის მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს პრეზიდენტ სააკაშვილზე დაყრდნობით. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ვაშინგტონში ბირთვულ სამიტზე იმყოფება და ეს განცხადებაც იქ გააკეთა.

    ეთერ ბალაძე
    15.04.2010

      ცესკომ 6 პარტიას უთხრა უარი ადგილობრივი არჩევნებისათვის რეგისტაციაზე, მათ შორის მწვანეთა პარტიას. ამის მიზეზად კი ცესკო სიებში არსებულ ხარვეზებს ასახელებს, რომელთა გამოსწორება პარტიამ დადგენილ დროში ვერ შეძლო.

    თამთა ქარჩავა
    15.04.2010

      ადგილობრივ არჩევნებს "ლეიბორისტები" ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა, სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში მათი კვოტით "ეროვნული საბჭო", "ალიანსი" და "მრეწველები" ისარგებლებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და სამივე პოლიტიკური სუბიექტი ამ ინფორმაციას ადასტურებს.

    მარი ოთარაშვილი
    15.04.2010

      პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი მკვლელობის გამო სისხლის აღებით იმუქრება. გაურგაშვილების ახლობლები აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან იმ მესაზღვრის სასწრაფოდ დაკავებას და დასჯას მოითხოვენ, რომელმაც მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

    რუსიკო მაჩაიძე
    15.04.2010

      მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოფნა ქართული მხარის მიერ წინასწარვე საკმაოდ ოპტიმისტურად შეფასდა, ობამას და სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა მაინც ვერ შედგა, რაც "ალიანსის" ლიდერს ირაკლი ალასანიას საკმაოდ საგულისხმო ფაქტად მიაჩნია. როგორც იგი აცხადებს, ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ პოლიტიკას არ ახორციელებს.

    გიორგი ფუტკარაძე
    15.04.2010

      30 მაისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროკავშირის უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის დამკვირვებელი ჩამოვა. ორგანიზაცია 1 190 დამკვირვებლის გამოგზავნას გეგმავს, რომელიც საარჩევნო პროცესს გაუწევს მონიტორინგს. აღნიშნული მაჩვენებელი რამდენიმე ათეულჯერ აღემატება იმ რიცხვს, რომელიც ევროკავშირმა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოგზავნა.

    სალომე ცეცხლაძე
    15.04.2010

      "თხუთმეტი წლის შემდეგ საქართველოში მეორედ დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება, რაც ცხადყოფს, რომ პირველი მცდელობა ქვეყანაში კონსტიტუციური მართლწესრიგის დამყარებისა მარცხით დასრულდა. ეს მარცხი ფაქტობრივად ჯერ კიდევ 2003 წელს "ვარდების რევოლუციამ" დაადასტურა, როდესაც ვერ მოხერხდა კრიზისის მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით დაძლევა და ხელისუფლების ცვლილება ძალადობრივი მეთოდით განხორციელდა", - ნათქვამია "კავკასიურ სახლში" საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ "საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილ კონცეფციაში".

    თიკო ოსმანოვა
    15.04.2010

      რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის თვალსაზრისით, დსთ-ს სივრცეში შეიარაღებული კონფლიქტების ალბათობა საკმაოდ მაღალია. მისი თქმით, საფრთხე შენარჩუნებულია თანამეგობრობის ქვეყნების ნაციონალური უსაფრთხოების მიმართაც.

    ეკა ბასილაია
    15.04.2010

      ვანკუვერის ოლიმპიადაზე ჩასულმა 22 პირმა კანადას თავშესაფრის თხოვნით მიმართა. ლტოლვილთა შორის საქართველოს მოქალაქეც ფიქსირდება. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, მათი დელეგაციიდან კანადაში არავინ დარჩენილა. შესაბამისად ამ ინფორმაციით მათთვის კანადიდან არავის მიუმართავს. ამდენად რჩება ვარაუდი, რომ ამერიკის კონტინენტზე დარჩენის მსურველი გულშემატკივართა რიგებიდანაა.

    თამთა ქარჩავა
    14.04.2010

      ევროპის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი გაიგზავნა. საქმე ეხება აგვისტოს ომის დროს მოწინააღმდეგის მიერ ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და შემდგომში მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved