სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მალხაზ გაგუა
    02.10.2009

    სპეციალურად "რეზონანსისათვის" სტრასბურგიდან

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაცია გუშინ კიდევ ერთხელ გადაურჩა უფლებამოსილების შეჩერებას. ამჯერად ამ მოთხოვნით ასამბლეის 82 დეპუტატი გამოვიდა, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რაც რუსეთის მიერ ევროსაბჭოს წინა რეზოლუციების შეუსრულებლობის გამო, მისი დეპუტატებისთვის მანდატების დროებით ჩამორთმევას ითვალისწინებდა.

    ეკა ბასილაია
    02.10.2009

    რუსეთმა, შესაძლოა, 2010 წლის ბოლოს, აფხაზეთში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერი" (სს-26) განალაგოს. ოფიციალურმა თბილისმა ამ განცხადებას "გამომწვევი" და "პროვოკაციული" უწოდა. ესქპერტბის თქმით, სავარაუდოდ, რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში "ისკანდერების" განლაგება არაფერში სჭირდება, ეს მხოლოდ დასავლეთზე ზეწოლისა და პოლიტიკური ვაჭრობის თემა იქნება.

    მარი ოთარაშვილი
    30.09.2009

    გუშინ ახალგორის 3 სკოლა დე ფაქტო მმართველობამ მოსწავლეთა კატასტროფულად მცირე რაოდეობის გამო ერთში, პირველ საჯარო სკოლაში გადააბარგა. გაუქმებული სკოლის შენობებს კი, როგორც "რეზონანსთან" საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს და თავად ადგილობრივებიც ადასტურებენ, ოკუპანტები თავიანთ სამხედრო ყაზარმებს განათავსებენ.

    გიორგი ფუტკარაძე
    30.09.2009

    ლილი ხმალაძე

    ევროკავშირის სპეციალური კომისია, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომის მიზეზებზე კვლევას აწარმოებს, თავის დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს. თუმცა, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები თვლიან, რომ დასკვნა ვერაფერს შეცვლის და როგორც ქართული, ასევე, რუსული მხარე თანაბრად იქნება დადანაშაულებული.

    თამთა ქარჩავა
    30.09.2009

    საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტს უკვე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციებიც აღიარებენ. "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია" (აშვრ) აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ცალსახადაა აღნიშნული - საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ. თუმცა, ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

    ზაირა მიქატაძე
    29.09.2009

    ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდეა. ოპოზიცია არ ხმაურობს. თავის მხრივ, ხელისუფლებაც დამტკბარია. რამდენ ხანს გაგრძელდება ამგვარი იდილია და რას უნდა ველოდეთ შემოდგომაზე? ვიდრე ოპოზიცია ამ კითხვას უპასუხებს, "კონსერვატორების" ლიდერი, ზვიად ძიძიგური პრაიმერის ინიციატივით გამოდის.

    გიორგი ფუტკარაძე
    29.09.2009

    მოძრაობამ "7 ნოემბერი" ხელისუფლებას ულტიმატუმი წამოუყენა - თუ 14 ოქტომბრის შუადღის 1 საათამდე პარლამენტში გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ისინი ადმინისტრაციულ შენობებთან პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

    სალომე გოგოხია
    29.09.2009

    რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნას ხვალ გამოაქვეყნებენ. ამ ხნის მანძილზე დასკვნის გარშემო ხმაური არ შეწყვეტილა. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დასკვნა ობიექტური იქნება. პოლიტილოგი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ ეს იქნება დაბალანსებული, სამართლებრივი თავლსაზრისით შედეგის არ მქონე დასკვნა, რომლის ნაწილი შესაძლოა არც გამოაქვეყნონ.

    სალომე გოგოხია
    29.09.2009

    აფხაზეთი საერთაშორისო სატელეფონო კავშირისათვის საჭირო კოდებს იცვლის. თუკი აქამდე ამისათვის საქართველოს კოდი გამოიყენებოდა, უახლოეს დღეებში აფხაზეთი რუსულ სატელეფონო კოდებზე გადავა. შესაბამისი მემორანდუმი ოფიციალურ მოსკოვსა და სეპარატისტულ სოხუმს შორის გუშინ გაფორმდა. კოდების შეცვლის ტექნიკურ სამუშაოებს კი 10 დღე დასჭირდება.

    თამთა ქარჩავა
    28.09.2009

    დღეს პარლამენტის შენობის წინ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, მოძრაობა "7 ნოემბერი" საპროტესტო აქციას მართავს.

    მარი ოთარაშვილი
    28.09.2009

    დეკემბრიდან ქსნის ხეობა დანარჩენი საქართველოსაგან მთლიანად იქნება იზოლირებული. სოფელ ახმაჯთან ამოქმედდება ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის დახურული იქნება; 20 ოქტომბრიდან კი ახალგორი დენსაც ცხინვალიდან მიიღებს.

    გიორგი ფუტკარაძე
    28.09.2009

    ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების დროებით შეჩერების პერსპექტივას, ქართველი ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ევროსაბჭოში არ არსებობს მოწინააღმდეგეთა ის რაოდენობა, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტას უზრუნველყოფს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved