სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სებ-ის ახალი რეგულაციის გამო ბევრი თანამშრომელი აღმოჩნდება უფუნქციო მდგომარეობაში"
    მარი ჩიტაია
    11.05.2018

    საფინანსო სექტორში კადრების შემცირების პროცესი დაიწყო. სესხებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების გამო კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასობით თანამშრომელმა უფუნქციოდ. პრობლემა შეეხო დასაქმებულთა იმ ნაწლის, რომელიც სწრაფი სესხისა და განვადების სეგმენტს ემსახურებოდა. ამ ტიპის სესხებზე მოთხოვნაც დაიკლებს და აღარც განვადებებზე მიმაგრებული თანამშრომლების საჭირობე აღარ იქნება.

    ეროვნული ბანკის რეგულაციამ უარყოფითად იმოქმედა ტექნიკის მაღაზიებზეც, რომლებიც მსხვილ ტექნიკის გაყიდვას ძირითადად განვადებების საშუალებით ახდენდნენ. როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს, იმდენად სწრაფად მოხდა ახალი რეგულაციის დაწესება.

    საქმე ეხება 7 მაისს ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ რეგულაციას, რომლის ფარგლებში ბანკებიდან სესხების გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშე აიკრძალა.

    "კომერსანტის" ინფორმაციით, "ლიბერთი ბანკი" განვადების მიმართულებით არსებული კადრების ნაწილს (200 ადამიანს) სამსახურიდან ათავისუფლებს და ამას სწორედ სესხებთან დაკავშირებით ამოქმედებულ რეგულაციას უკავშირებს. "ლიბერთი ბანკში" ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

    საფინანსო ბაზრის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ონალინ სესხებისა და ლომბარდების ფუნქციით მომუშავე მიკროსაფინანსო ორგანიცაზიებში კადრების შემცირება გარდაუვალია.

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართული კრედიტის" ხელმძღვანელი გიორგი ნასყიდაშვილი არ გამორიცხავს, რომ ახალმა რეგულაციებმა საბანკო სექტორში კადრების შემცირება გამოიწვიოს. იმ ორგანიზაციებში, რომელიც სწრაფ სესხებსა და განვადებებზე მუშაობს, თანამშრომლების გათავაისუფლება მალე დაიწყება.

    "ბანკები სესხების გაცემისას მსესხებლის შემოსავლების გადამოწმებას მეტ-ნაკლებად ისედაც ახდენდნენ, თუმცა ვისაც ეროვნული ბანკის რეგულაცია რადიკალურად შეეხება, გარკვეული ზომების მიღება მოუწევს თანამშრომლებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ზოგი მათგანი სხვა პოზციაციაზე გადაიყვანონ, მოხდეს კვალიფიკაციის შეცვლა, მაგრამ ზოგისთვის ეს პროცესი სამსახურიდან გაშვებით დასრულდება.

    სებ-ის ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორის დიდ ნაწილს უზღუდავს სამოქმედო არეალს, სწრაფ სესხებზე მომუშავეთა კონტიგენტი საკანონმდებლო ცვლილების გამო პოზიციას ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ თავის მხრივ ბანკმაც უნდა დააკომპენსიროს ეს საკითხი. სამომავლოდ საფინანსო სექტორში დათხოვნები მოსალოდნელია, რადგან ბევრი თანამშრომელი აღმოჩნდება უფუნქციო მდგომარეობაში.

    ჩვენს შემთხვევაში, მსგავსი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, ძირითადად ბიზნეს-სესხებს გავცემთ და შემოსავლების სრული ანალიზის გარეშე ამ ტიპის სესხი ისედაც არ გაიცემა. ამ მხრივ ეს რეგულაცია არ შეგვხებია. გარკვეული პრობლემა ექნებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებსაც რეალურად ონლაინ სესხებისა და ლომბარდების ფუნქცია ჰქონდათ, ალბათ, სხვა სტანდარტზე მოუწევთ გადასვლა", - აღნიშნა გიორგი ნასყიდაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    ასეულობით ადამიანის სამსახურიდან გაშვება ნიშნავს, რომ ეს რიცხვი ქვეყნის უმუშევართა არმიას შეუერთდება. მით უმეტეს, რომ საფინანსო სექტორში კადრების შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძე ამ ტენდენციას ადასტურებს.

    "როდესაც ბანკს ან ზოგადად, ბიზნესს ნაკლები რესურსი სჭირდება გარკვეული პროდუქტის გასაყიდად, ცდილობს ზედმეტი ხარჯისგან გათავისუფლდეს. მოსალოდნელია, რომ შემცირდეს განვადებების რაოდენობა და ბანკს ელემენტარულად ამდენი თანამშრომელი აღარ დასჭირდეს", - აცხადებს კეპულაძე.

    მისივე ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემის წინაშე შესაძლოა ტექნიკის მაღაზიებიც დადგნენ, რადგან მათი გაყიდვების 60-70 პროცენტზე მეტი სწორედ განვადებაზე მოდის.

    "იმის გამო, რომ მათ შემოსავალი შეუმცირდებაც, შესაძლოა თანამშრომლები დაითხოვონ. ეს რეგულაცია ჩეულებრივი მოქალაქეების ზურგზე გადაივლის"-ამბობს ის და დასძენს, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რომლებიც ძირითადად ინტერნეტ განვადებებზე მუშაობდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved