სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მივიღეთ შედეგი, რომ უძრავი ქონების ბიზნესი ერთ ადგილზეა გაჩერებული"
    რეზონანსი
    07.11.2019

    12%-ით შემცირებული ბინების რეალიზაცია - ასეთია გაუფასურებული ლარისა და საბანკო რეგულაციების შედეგი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სამშენებლო სექტორში უძრავი ქონების გაყოდვის მაჩვენებელი საგანგაშოდ შემცირდა. ლარის დევალვაციასთან ერთად მიზეზად პოლიტიკური არასტაბილურობა სახელდება. ასევე, ბოლო წლებში დაწესებული მკაცრი  რეგულაციები, როგორც არა მხოლოდ სექტორისთვის, არამედ საბანკო სფეროსთვისაც კი საკმაოდ მკაცრი იყო.

    "თიბისი კაპიტალმა" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა, როგორც მონაცემებიდან ირკვევა, 2019 წლის მესამე კვარტალში გაყიდვა საგრძნობლად შემცირებულია. 2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით რეალიზებული ბინების რაოდენობა - 11.9%-ით, ხოლო ჯამური ფართი -11.4%-ით არის შემცირებული. მიუხედავად კლებისა, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა 2017 წელთან შედარებით, მაინც მაღალია. 

    კვლევის მიხედვით, ლარის გაუფასურებამ აშკარა ზეგავლენა მოახდინა უძრავ ქონებაზე მოთხოვნაზე. გაყიდვაზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ. 

    “მესამე კვარტალის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები ლარში გაიზარდა. თუმცა, ახლა უკვე მოსალოდნელია უცხოურ ვალუტაში იპოთეკური დაკრედიტების ზრდა, რასაც ეროვნული ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში სესხებზე სარეზერვო მოთხოვნის შემცირება და გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია შეუწყობს ხელს. 

    2019 წლის 9 თვის მანძილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი. სულ გაცემულია 149 ახალი ნებართვა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია. 

    წლის დასაწყისიდან კი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დოლარში 4%-ით არის შემცირებული, ხოლო ლარში 6.6%-ით არის გაზრდილი, რაც ვალუტის გაუფასურებით აიხსნება. 

    "თიბისი კაპიტალის" მკვლევარები ახლო მომავალში უცხოურ ვალუტაში უძრავი ქონების ფასის კიდე მეტად შემცირებას ვარაუდობენ”, - აღნიშნულია კვლევაში. 

    იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი მცირდება და იკლებს ფასიც, მზარდი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან შეძენილი ბინების ოდენობაა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები მართლაც მატულობს და ამას მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში“ გამოქვეყნებული მონაცემებიც ადასტურებს.

    ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რუსეთის 15 133-მა მოქალაქემ დაარეგისტრირა. საკმაოდ აქტიურობენ ირანელები, უკრაინელები, ებრაელები და სომხებიც.

    "რეზონანსთან" საუბრისას კომპანია “სიგმას” დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი ამბობს, რომ შემცირებული რეალიზაციის მთავარი მიზეზი შარშან წლის დასაწყისში ამოქმედებული საბანკო რეგულაციებია. 

    "ბინების გაყიდვა რომ შემცირდა, ამის მთავარი მიზეზი მაინც საბანკო რეგულაციებია, რასაც ემატება ლარის გაუფასურებაც და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ადამიანებს ძალიან უმცირდათ ხელმისაწვდომობა უძრავ ქონებაზე. ჩვენი მოქალაქეების შემოსავალი ლარშია, ხოლო  ბინის ყიდვა დოლარში უწევთ, სხვაობა კი საკმაოდ დიდია", - აღნიშნა ლაჩაშვილმა "რეზონანსთან" საუბრის დროს.

    გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტემპი დაეცა, კომპანიები დასრულებული ბინების გაყიდვასაც ვეღარ ახერხებენ. 20 ივნისის მოვლენებმა არასტაბილური გარემო შექმნა ეკონომიკაშიც. 

    მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი შემცირების მიზეზად, ლარის კურსთან ერთად, პოლიტიკურ ვითარებასაც მიიჩნევს. ამ მხრივ ბოლო წლებია უკეთესობისაკენ, ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა. 

    "კვლევების გარეშეც ვიცით, რომ რეალიზაცია შემცირებულია. საზოგადოებას კი, სამწუხაროდ, არ ესმის, რომ ნებისმიერი ოპერაცია ბაზარზე არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ სტაბილურობაზეცაა დამოკიდებული. ქვეყნის უსაფრთხოება, ლარის კურსი და სხვა ფაქტორები, საშინლად ნეგატიურად ასახება უძრავი ქონების გაყიდვაზე. ლარის ვარდნაც კი ვერ იქონიებდა გადამწყვეტ გავლენას, ქვეყანაში სტაბილური ვითარება რომ ყოფილიყო. 

    რასაკვირველია გავლენა იქონია საბანკო რეგულაციებმაც. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ერთმანეთს ემატება და საბოლოო ჯამში გვაძლევს სწორედ ამ შედეგს, რომ უძრავი ქონების ბიზნესი ერთ ადგილზეა გაჩერებული", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ირაკლი როსტომაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    Sergo   (10.11.2019)
    jer xarisxi at givargat mere naxevari ROM shexval gasaketebelia pasi saswauli,siapandebixart.

    სტატუს ქუო   (10.11.2019)
    ტყუილია გაიაფება, ბინის ყიდვა მინდა, მაგრამ ვერ ვყიდულობ, ცეცხლი უკიდია.

    Zaira   (10.11.2019)
    Uaresis girsebi xart iseti pirobebi gaqvt ocnebacc ki sheuzlebelia iset tanxebis gadaxdas izaxit fizikurad magis naxevaric rom araaq adamians shemosavali .sadac mi edi mizerul tanxebs itxoven winaswar da tviur gadasaxads

    ძუკი   (08.11.2019)
    ნეტა ისე დაეცეს და გაიაფდეს რო ყველამ შეძლოს ყიდვა სახლი არ მაქ ვერ ვყიდულობ ბინას.იპოთეკით შეძენა მინდოდა არც მაძლევენ და თან დიდი პროცენტია.და იმ მილიონერებს ისედაც აქვთ ბინები


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×