საქართველოში ბავშვების შიმშილობით პოლიტიკოსები უხეშად მანიპულირებენ
გვანცა წულაია
04.02.2020

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სიღარიბეა. ქვეყანაში, რომ ეკონომიკურად არასახარბიელო ვითარებაა, ეს არაერთი დასკვაში წერია, თუმცა მიუხედავად ამისა, “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. 

დაახლოვებით 2 წლის წინ, მაშინ როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, ხელისუფლება საქართველოში არსებული სიღარიბით შეშფოთებული იყო. უნდა ითქვას, რომ კვირიკაშვილის პრემიერობა სწორედ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას შეეწირა, ყოველ შემთხვევაში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ასე ამბობდა. გაეროს ბავშვთა ფონდის დასკვნაში კი წერია, რომ საქართველოში სიღარიბის დონე გაიზარდა. 

საინტერესოა, რა გაკეთდა მას შემდეგ, რაც სიღარიბის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, გამოქვეყნებული დასკვნის მიზეზით, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენეს. ამ კითხვაზე “ოცნებაში” ამბობენ, რომ “ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ".

"ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ, თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა ძველი დროიდან მოყოლებული", - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა რევაზ არველაძემ.   

საქართველოში, რომ მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, ეს განხილვის საგანი არც კი შეიძლება გახდეს. ქვეყანას, რომ ამდნეი სოლიარურად დაუცველი ოჯახი ჰყავს, ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობა მართლაც რთულ ეკონომიკურ ვითარებაშია. 

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 77 000 ბავშვი შიმშილობს და ეს არის ის პრობლემა, რომელიც მმართველმა პარტიამ ვერ მოაგვარა. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე კი აცხადებს, რომ ეს ციფრები რეალობას არ შეესაბამება. 

„მინდა ვთხოვო ყველას, რომ სოციალური თემა პოლიტიკური ვაჭრობისათვის არ გამოიყენონ და მით უმეტეს, როდესაც ეს ბავშვებს ეხება. რაც შეეხება ბოლოდროინდელ მონაცემებს, რომ თითქოს დღესდღეობით 77 ათასი ბავშვი შიმშილობს და 300 ბავშვი ამის გამო ყოველწლიურად იღუპება, ეს არ არის სწორი და არ შეესაბამება რეალობას. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშთა სიღარიბე ჯერ ისევ პრობლემად რჩება”, - აცხადებს ხუნდაძე. 

სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა. „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატის განცხადება სამწუხაროა, რადგან ამ კუთხით ქვეყანაში მძიმე ვითარებაა. 

“რევაზ არველაძის განცხადება ძალიან სამწუხაროა. არაერთი დასკვნა არსებობს "იუნისეფიდან", ასევე "საქსტატიდან", სადაც საუბარია, რომ 100 ათასი ოჯახი იღებს სოციალურ დამხარებას. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ხალხი შიმშილით იხოცება, არამედ თუნდაც მხოლოდ პური რომ ჰქონდეთ და სამ დღეში ერთხელ საჭმელი. ეს ნიშნავს, რომ სუღარიბე არ არსებობს? თვითონ ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ეს პრობლემა დგას. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა სწორედ სიღარიბეა. არ ვიცი რეზო არველაძე რას გულისხმობს, მას რა მონაცემები აძლევს ამის თქმის საშუალებას, ან რაზე დაყრდნობით გააკეთა ეს განცხადება. 

“ოცნების” ხელისუფლების პერიოდში, ამ კუთხით ძირეული ცვლილება ნამდვილად არ მომხდარა, თუმცა ვერც გაკეთდებოდა, რადგან თვითონ სისტემა შესაცვლელი. ჩვენ უნდა გავხდეთ მწარმოებელი და არა მომხმარებელი სახელმწიფო. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია და ზოგსაც ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი. თუ ეს სისტემა და მიდგომა არ შეიცვლება, რომ ჩვენ გავხდეთ მწარმოებელი ქვეყანა, რათა ყველამ თავის თავი თვითონ ირჩინოს, მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით”, - განაცხადა “რეზონანსთან” ზვიად ტომარაძემ. 

დემოგრაფიის აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე კი კითხვას სხვაგვარად სვამს - როდესაც საქართველოში ამდენი დახმარებებია, რატომ ჰყავს ქვეყანაში მოშიმშილე ბავშვები?

“ჩემში შიმშილი სხვა აღქმას იწვევს. შიმშილი ისაა, როდესაც ბავშვს არ არ აქვს საჭმელი, არ გააჩნია ის ძირითადი ვიტამინები, რაც მან უნდა მიიღოს. ის, რომ ყველა ბავშვს არ აქვს ის საკვები, რითაც საშუალოზე მაღალი ოჯახების ბავშვები ცხოვრობენ, ეს სხვა თემაა. 

ერთ-ერთ რეგიონში მოქალაქემ მითხრა, რომ მისი შვილები შიმშილობენ. როდესაც ვთხოვე ახსნა, თუ რას ნიშნავს, რომ მისი შვილები შიმშილობენ, მან მიპასუხა, რომ ბავშვებს კვირაში 1-2-ჯერ კვებავდა ხორცით. მაგრამ ყოველდღე ჰქონდათ რძის პროდუქტები, ანუ ბავშვებს ფაქტობრივად არ ჰქონდათ შოკოლადები და ნამცხვრები. აღმოჩნდა, რომ მისი ბავშვები არ შიმშილობენ, მათ აკლდათ სრულყოფილი კვებისთვის ვიტამინები. 

მე მაინტერესებს ახსნა, რას ნიშნავს ბავშვი შიმშილობს? ეს თემა მეც მადარდებს, მაგრამ ვიცი მონაცემები, რომ საქართველოში ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გარდა იმისა, რომ ოჯახის თითო წევრი იღებს დახმარებას, პლუს ბავშვებზე ირიცხება 50-ლარიანი დახმარება. მართალია ცოტაა, მაგრამ რომ შევკრიბოთ ის თანხა გამოდის, რომ ასეთ ოჯახებშიც კი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს. 

საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც არ არის უფასო სასადილო. მთაში, პირველ, მეორე ბავშვებს ერთი წელი ეძლევათ 1000-ლარიანი დამხარება, მარჩენალ დაკარგულ ბავშვებს, თუ არ ვცდები, 120 ლარი ეძლევათ ყოველთვიურად, ომში დაკარგულთა ოჯახებს 1000-ლარიანი დახმარება აქვთ, გარდა ამისა შშმ პირებს კიდევ ცალკე დახმარებები აქვთ. აქედან გამომდინარე, ვსვავ კითხვას, რას ნიშნავს, რომ ბავშვი შიმშილობს? მით უმეტეს 77 000 ბავშვის შიმშილობაში ცოტა ეჭვი მეპარება. 

რადგან, ეს წელი საარჩევნოა, კიდევ ბევრჯერ მოვისმენთ მსგავს განცხადებებს, რაც უკავშირდება საარჩევნოთ ხმების აღებას, ხალხის გულის მოგებას, სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას, გამწვავებას, რომ რაც შეიძლება მეტი ზეწოლა მოახდინო ხალხზე. ეს ყოველ არჩევნებზე ასე ხდება, მაგრამ როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებ, უნდა დაასაბუთო. სხვა შემთხევვაში ეს არის ტყუილი”, - განუცხადა “რეზონანსს” თამარ ჩიბურდანიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (05.02.2020)
ვისაც არ უნდა დანახვა,ის ვერ ხედავს. რა თქმა უნდა რომ არა მარტო ბავშვები შიმშილობენ.

kai   (05.02.2020)
რას ნიშნავს და არასრულფასოვნად იკვებება, რამდენს მისდის გული გაკვეთილზე შიმშილის გამო, კარგით რა ესე როგორ იბრმავებთ თავებს, რამდენეჯრ მასწავლებელს უჭმევიათ ბავშვებისთვის პირადად მე ზესტაფონის ერთ ერთი სოფლიდან ვარ და იმდენი კარგადყოფნა ჩემს ოჯახს და ცოლ-შვილს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×