რატომ ატარებს "თბილისი ენერჯი" გეგმიურ სამუშაოებს შუა ზამთარში?
სანდრო მდივანი
13.02.2020

ქუთაისის შემდეგ უკვე თბილისში გაჩნდა გაზის მიწოდების პრობლემები და ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოში ბოლო დღეებში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა და სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ყინვას ვარაუდობენ. მოსახლეობას უწევს 2-3 დღე გაზის გარეშე ყოფნა, რაც საყოფაცოხვრებო პრობლემებს იწვევს. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მთავარი მიზეზი არის გეგმიური სამუშაოები, რომელსაც კომპანია "თბილისი ენერჯი" წესით ზამთრის დაწყებამდე უნდა ასრულებდეს, რომ  მოსახლეობას მსგავსი პრობლემები არ შეექმნას.

ქუთაისსში მერამდენე დღეა მოსახლეობა გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დარჩენას უჩივის, რადგან რთულმა მეტეოპირობებმა გაურკვეველი ვითარება შექმნა. აღმოჩნდა, რომ პრობლემა არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ დედაქალაქშიც არის.  თამარ ლობჟანიძე. რომელიც მირიან მეფის ქუჩაზე ცხოვრობს, საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტამ შეუქმნა.

„დილიდან არ არის გაზი, ისედაც ახალაშენებული კორპუსებია, ხალხი ცოტა ხნის წინ  შესახლდა და არავის აქვს გათვალისწინებული, რომ 21-ე საუკუნეში შუა ზამთარში ვიღაცას მოაპრიანება და გეგმიური სამუშაოების შესრულებას დაიწყებენ.  არავის უფიქრია გაყინულ სახლებზე და ბავშვებზე, თან ამ ყველაფერს გაფრთხილების გარეშე აკეთებენ. გადათხრიან ყველაფერს და სიურპრიზია. თურმე ორი დღე გაზი არ უნდა იყოს და ვის უნდა დავურეკოთ, პასუხი ვისგან უნდა მოვისმინოთ ისიც კი არ ვიცით. 

უპასუხისმგებლოა ჩვენი მთავრობა და ასე იქცევიან სულ, უკვე დავიღალეთ ადამიანები. ყველანაირი ინფრასტქრუტურული პრობლემა საქართველოშია. წყალი ხომ სულ პრობლემაა, შუქიც ქრება ხოლმე და ახლა გაზიც დაემატა, 90-იან წლებში მგონია თავი,“ - განაცხადა თამარ ლობჟანიძემ.

სოციალურ ქსელში სხვა მომხმარებლებიც აღნიშნავენ, რომ ქსელზე გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები შუა ზამთარში მათთანც მიმდინარეობდა და გაზის გარეშე გარკვეული ხანი ისინიც დატოვეს.

ენერგეტიკის სისტემაში რომ ბევრი პრობლემაა, ამას არავინ უარყოფს და ხშირ შემთხვევაში ქსელის მოწესრიგების გადადებას იმით ხსნიან, რომ ინვესტირება ტარიფზეც უნდა აისახოს. მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სექტორს ცალკე სამინისტრო აღარ აქვს და ის ნათია თურნავას დაქვემდებარებაშია, ხმის მიწვდენაც და პასუხის მიღებაც უფრო გართულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი პარლამენტში რეზო არველაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის სფერო უნდა იყოს უპირველესი დარგი, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები არ შეიქმნას. აუცილებელია ნებისმიერი გეგმიური სამუშაო დასრულდეს ზამთრის პერიოდამდე, რომ მოსახლეობას მოულოდნელი დისკომფორტისგან იყოს დაზღვეული.

„წინასწარ დაგეგმილი სამუშაოები და ზამთრისთვის მომზადება ზაფხულში უნდა ჩატარდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გეგმიური სამუშაოები, როგორც წესი, გათბობის სეზონამდე მთავრდება ხოლმე, ანუ ნოემბრის დასაწყისამდე. ენერგეტიკის სამინისტროს რომც არსებობდეს, მისი პროფილი არ არის სამეურნეო საქმიანობა, მაგრამ ზოგადად ძალიან სერიზოული პოლიტიკაა გასატარებელი ენერგოსექტორში. სწორედ ამიტომ ხაზგასმით ვამბობ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება იყო დიდი შეცდომა. 

ფაქტია, რომ დღეს ენერგეტიკა ერთ-ერთი რიგითი დარგია საქართველოში და პრობლემებიც მატულობს, არადა სხვა ქვეყნებში ენერგეტიკა არის ერთ-ერთი უპირველესი მიმართულება, რაც ჩვენთან რატომღაც ვერ გაიაზრეს,“ - განუცხადა "რეზონანსს" რეზო არველაძემ.

რომელი რეგიონი თუ ქუჩა იქნება მომვდენო, სადაც გაზი ან შუქი შეწყდება, ამაზე მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც პასუხის გაცემა ძალიან უჭირთ, რადგან გეგმიური სამუშაოები ისეთივე არაპროგნოზირებადია, როგორიც ამ სამუშაოების შესრულება იმ სეზონზე, როდესაც ის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა სრულდებოდეს.

„რეზონანსი“ შეეცადა დაკავშირებოდა გაზგამანაწილებელ კომპანია "თბილისი ენერჯის", თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუ რატომ გეგმავენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზამთარში ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
kaladze, mogitkhan dedis muteli.   (14.02.2020)
karlo ancheloti .

გურული GOOGLE!   (13.02.2020)
ეს გაზის კომპანია არის ცალკე სახელმწიფო, ფეხებზე კიდიათ ყველაფერი! შენ რომ 20 თეთრი დაგაკლდეს გადასახადი ეგრევე გაგითიშავენ, თვითონ გითიშავს შუა ზამთარში და არაერზე პასუხს არ აგებს!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×