მარი ჩიტაია
20.07.2017

 არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ. "არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაცია", - ასე ეწოდება ორგანიზაციას, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა. ასოციაციის შექმნის მიზანია, ხელი შეეწყოს არასაბანკო ფინანსური ბაზრის განვითარებას, სექტორის მონაწილეების დაცვასა და მთლიან საფინანსო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას.

მარი ჩიტაია
19.07.2017

 სემეკ-მა თბილისელების გული მოიგო, მაგრამ რეგიონში მცხოვრებლებს იმედი აშკარად გაუწბილა. სპეციალისტების თქმით, რეგიონებში განხორციელებული ინვესტიციები ტარიფზეც აისახა, რის გამოც გადასახადი, თბილისთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუძვირდათ.

ნათია ლომიძე
19.07.2017

 შარშანდელთან შედარებით, ხორბალი წელს ოდნავ ნაკლებია. თუმცა, არასახარბიელო საერთაშორისო ტენდენციის ფონზე, ქართველი მეხორბლეები გაცილებით იმედიანად არიან. კახეთში ალოობას მალე დაასრულებენ. ამ დროისთვის დიდ ნაკვეთებზე საშუალოდ 3-დან 4 ტონამდე (1 ჰა ფართობზე) ხორბალია აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ფასი დაბალია, მოსახლეობა სეზონის დასრულებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება.

ნათია ლომიძე
19.07.2017

 ქართული ჯარი, ადგილობრივი წარმოების საქონლის ხორცის ნაცვლად, უკრაინული პროდუქტით მომარაგდება. ტენდერში გამარჯვებულ უკრაინულ კომპანიასთან 1,64-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა და ადგილობრივი ბაზარი მეზობელმა ქვეყანამ ჩაანაცვლა. ერთ-ერთი ვერსიით, უკრაინული კომპანიით დაინტერესება გამოიწვია დაბალმა ფასმა. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ხელს უშლის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი არ ითვალისწინებენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებს და ქართულ პროდუქტს უცხოურით ანაცვლებენ.

თამარ მუკბანიანი
18.07.2017

 საქართველოში შიდა რეისებზე ფასები კვლავინდებურად მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ავიაციისთვის განკუთვნილი საწვავი დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლდა, ამას ბილეთების ფასზე არ უმოქმედია. მაღალი ფასის გარდა, ხშირია შემთხვევა, როცა, მეტეოროლოგიური პირობების მცირე გაუარესების გამო, ფრენა უქმდება, რაც მომხმარებლებისათვის სერიოზული დისკომფორტია.

მარი ჩიტაია
18.07.2017

 დღეს ბუნებრივი აირი გაძვირდება, მაგრამ სპეციალისტები ტარიფის ცვლილებას 5 თეთრის ფარგლებში პროგნოზირებენ. მანამდე კი გაზის ტრანსპორტირების ფასი გაიზარდა, რომელიც გავლენას სამომხმარებლო ტარიფზეც მოახდენს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 1 კუბურ მეტრზე გადასახადი, საშუალოდ, 0.5 თეთრით გაზარდა.

მარი ჩიტაია
18.07.2017

 არცთუ შორეულ პერსპექტივაში შესაძლოა, საქართველოს ავტოგასამართ სადგურებს პრობლემა შეექმნათ. ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება, რისი ტენდენციაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უკვე დაიწყო, რამდენიმე წლის შემდეგ გავლენას აქაც მოახდენს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ პროცესს ვერც საქართველო აუვლის გვერდს, თუმცა ამისთვის რამდენიმე წელი უნდა გავიდეს.

ნათია ლომიძე
15.07.2017

 მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ხან ელვისებურად იაფდება, ხანაც - ძვირდება. თუკი რამდენიმე დღის წინ 1 ბარელი 45 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, დღეს უკვე 49 აშშ დოლარს მიაღწია. ამის გამო საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის კლებაზე თავს ყველა იკავებს.

მარი ჩიტაია
14.07.2017

 საქართველოში მეორადი საბურავების გადამუშავება უკვე შესაძლებელია. ინოვაციური პროექტის ფარგლებში, მულტიფუნქციური სპორტული მოედნებისა და მოდერნიზებული ასფალტის წარმოება იგეგმება. ახალ ბიზნეს წამოწყებას ბიძგი გაზეთმა "რეზონანსმა" და მისმა კვლევამ მისცა.

ნათია ლომიძე
13.07.2017

 დაბალალკოჰოლურ ლუდზე გადასახადი 2017 წლის 30 ივლისიდან შეიცვლება. პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო და ახლა მეწარმეები პრეზიდენტის ხელმოწერასა და კანონის ძალაში შესვლას ელოდებიან. ამის შემდეგ ზოგიერთი კატეგორიის ლუდი გაიაფდება. შესაბამისად, მეწარმეები რეალიზაციის ზრდას ელოდებიან.

თეო გუდავაძე
13.07.2017

 რამდენიმე დღეში გაზის ტარიფი გაიზრდება, თუმცა ეს მხოლოდ მომხმარებელს შეეხება თუ საწარმოებსაც, ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის. თუკი ბუნებრივი აირი კომერციულ ობიექტებს გაუძვირდება, ასეთ შემთხვევაში ეს იმ პროდუქტების თვითღირებულებას გაზრდის, რომლის დამზადებისა და რეალიზაციისთვის გაზი აუცილებელი რესურსია. გამოდის, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდით მოსახლეობა ორმაგად დაზარალდება.

ნათია ლომიძე
13.07.2017

 საქართველოს საგარეო ვალი მკეთრად იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 15,5 მილიარდი დოლარია, რაც თითქმის მთელი ჩვენი ეკონომიკის ტოლია. საგარეო და შიგა ვალის მატების მიუხედავად, თანაზომიერად არ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც მდგომარეობას ართულებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საგარეო ვალის ოდენობა საგანგაშოა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. მათი ვარაუდით, ვალის რაოდენობა არჩევნების პერიოდში კიდევ გაიზრდება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×