რეზონანსი
31.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი მოსამართლე სოფიო ლეჟავამ კვლავ პატიმრობაში დატოვა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მთავარი მოთხოვნა გაითვალისწინა და პატიმრობა უცვლელად დატოვა.

"მერსედესისა" და "ქამრის" ეპიზოდების, ასევე მცხეთაში დარჩენილი ორი არასრულწლოვნის ადვოკატები გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ.

არცერთი არასრულწლოვანი და ასევე ახლა უკვე სრულწლოვანი გიორგი მერაბიშვილი ბრალს არ აღიარებენ და წარდგენილი მუხლების მიხედვით თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ჩიხშია, მიზეზად კი საქმის ოქროს მოწმეების მხრიდან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს ასახელებს. გიორგი გელხაურის მტკიცებით, გამოძიებასთან დროულად არა ბრალდებულებმა, არამედ გიორგი შაქარაშვილის თანმხლებმა პირებმა არ ითანამშრომლეს.

წინა სასამართლო სხდომას არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ზ.ხ.-ს მამა სასამართლო ეზოში გიორგი შაქარაშვილისა და მისი ბიძის მირიან ნიკოლაძის გამოსახულებიანი მაისურით მოვიდა. მისი თქმით, ბიძას საქმის გახსნის სურვილი არ აქვს, გიორგი შაქარაშვილის მკვლელები კი უნდა დაისაჯონ. ამასთან, ზ.ხ.-ს კანონიერმა წარმომადგენელმა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრა ინფორმაციის მიწოდების მიზნით ითხოვა.

შაქარაშვილის ოჯახი მზად არის  ბრალდებულის უფლებადამცველს შეხვდეს და დეტალები სწორედ მასთან განიხილოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×