რეზონანსი
13.08.2020

"ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი წუთით არ გვაქვს მოდუნების უფლება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური კუთხით, განსაკუთრებით საყურადღებო მესტიის შემთხვევა იყო.

"ის, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი წუთით არ გვაქვს მოდუნების უფლება. პირადი დაცვის საშუალებები არის ყველაზე ძლიერმოქმედი მეთოდი, რაც დღეს მეცნიერებისთვისაა ცნობილი.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებო იყო მესტიის შემთხვევა, როდესაც იქ ჩასული მოგზაურების მხრიდან მოხდა, გარკვეულწილად, ვირუსის გავრცელება. ყველა იქ მყოფი მოგზაურის ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×