რეზონანსი
15.08.2020

წინა ხელისუფლების წარმომადგენლების საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქიბუქით, არამედ ხალხისთვის ბოდიშის მოხდით, - ასე უპასუხა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, წინა ხელისუფლების ცხრა წელზე საუბარი ნიშნავს თუ არა იმას, რომ „ქართული ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზულ კონკურენტად აღიქვამს.

სესიაშვილის განხადებით, ცხრა წლის გახსენებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც ქვეყნისა და ხალხის წინაშე მძიმე დანაშაულები ჩაიდინა.

„პასუხისმგებლობა იმ ცხრა წლის გახსენებაზე, როდესაც სააკაშვილი მართავდა ხელისუფლებას და რომლის დროსაც არაერთი ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი როგორც ქვეყნის, ისე ადამიანების წინაშე, ჩვენ კი არ გვეკისრება, არამედ მათ, ვინც ეს ჩაიდინა. ამიტომ საკუთარ თავს მოსთხოვონ.

მათი საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქიბუქით, არამედ ხალხისთვის ბოდიშის მოხდით. ამ რვა წლის განმავლობაში ერთხელ არ მოუხდიათ ბოდიში იმიტომ, რომ არ აქვთ განცდა, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ისინი სახელმწიფოს ღალატს კომპრომისს არქმევენ. ასეთი ხალხისგან პრეტენზიები, რატომ ვახსენებთ წარსულს, იმიტომ, რომ მათი წარსული არის მათივე მომავალი. როგორც აზროვნებენ და რა პოლიტიკური იდეოლოგიაც ჰქონდათ მათი მმართველობის დროს, აბსოლუტურად იგივე დამოკიდებულება აქვთ ყველა საკითხის მიმართ. ცხადია, მათთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ამის შეხსენება ერთგვარი პრევენციაა", - განაცხადა სესიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (15.08.2020)
Маг шенс абда-убдас джобс гвитхра чаасхи туара цкали басеинши. Схва данарчени рацар унда тква лирикаа. Исе чвенши дарчес да магари полиикури педерасти хар , танац пасиури.

ჯიმა   (15.08.2020)
სესა, ეგებ ქუდი დაგეხურა და მორცხვად გაპარულიყავისხვა ხორცმეტებთან ერთად? ეგებ შენს საქმეებზე (არგაკეთებულ და ჩავარდნილ საქმეებზე) გელაპარაკა? ნუთუ შენი დანიშნულება მხოლოდ ტალახის სროლაა და ამისთვის შენ და შენისთანებს თვითონ იკლებს და შენ გაჭმევს ხალხი? თუმცა.... თქვენც საკმაოდ აჭამეთ ხალხს. გავძეხით ბატონო თქვენი ოცნებას ასრულებითა და ტყუილებით. ისე გავძეხით რომ მუცელი აგვტკივდა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×