რეზონანსი
15.09.2020

აჭარის რეგიონში პედაგოგების ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განუცხადა.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარის რეგიონში გამოვლინდა 124 ახალი შემთხვევა. აქედან 5 უკავშირდება საკარანტინო სივრცეს. შემთხვევათა უმეტესი წილი გახლავთ წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იზოლაციაში. გარდა ამისა, შემთხვევები გამოვლენილია ​პედაგოგებში, 3 ახალი შემთხვევა გვაქვს", - განაცხადა ნონა ეფაძემ.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საქართველოს დიდ ქალაქებსა და ასევე რამდენიმე სოფელში სასწავლო პროცესი დღეს ონლაინ რეჟიმში განახლდა. სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება 1 ოქტომბრიდან იგეგმება. შეზღუდვა ეხება ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელსაც. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ისე დისტანციურად სასწავლო პროცესის დასაწყებად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×