რეზონანსი
23.09.2020

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ სიტუაცია კონტროლირებადია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბათუმში განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების უდიდესი ნაწილი ბათუმზე მოდის.

„შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია გარკვეულწილად არის ლოკალიზებული და ლოკალიზებულის მართვა გაცილებით ადვილია. ბათუმში არის ბევრი შემთხვევა, მაგრამ ადგილი არ აქვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდას, რაც კეთილსაიმედო სიმპტომია. მთავარი აქცენტი გადატანილია კლინიკების მართვაზე, მსუბუქი სიმპტომების პაციენტები კი ძირითადად მოთავსდებიან კოვიდსასტუმროებში. პარალელურად, აჭარიდან დაიწყო ბინაზე მკურნალობის პროცესი და ამჟამად, რეგიონში 100-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს ბინაზე“, – აღნიშნა გაბუნიამ

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ამ დროისათვის ნახევარი მილიონი ტესტი არის შემოტანილი. მისივე განმარტებით, დამატებით ტესტების შემოტანა იგეგმება.

„ტესტების დიდი რაოდენობის გამოყენებას ზაფხულში ჰქონდა გამართლება, იმიტომ, რომ საკურორტო სეზონის პერიოდში უნდა სცოდნოდა ყველა ტურისტს, როგორ ტოვებდა აჭარას და ამ მასობრივი ტესტირების შედეგი სახეზეა, ძირითადი შემთხვევები დარჩა აჭარაში“, – ამბობს თამარ გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×