რეზონანსი
01.10.2020

ჩვენ შევდივართ ახალ პროცესში, გლობალურად პანდემია უფრო და უფრო ფართოვდება, მოდის რესპირაციული ინფექციების სეზონი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, მოვახერხებთ როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის შეკავებას.

„მოდის ინფექციების სეზონი. გამოჩნდება სადღაც ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულაცია და სხვა ვირუსები უფრო ადრე. მათი კლინიკური სურათი მოგეხსენებათ კორონავირუსული ინფექციის მსგავსია და ამიტომ ჩვენ ამ მომატებული რისკის მაქსიმალური მინიმიზაცია უნდა გავაკეთოთ. მინიმიზაცია რეალური გახდება, მხოლოდ იმ რეკომენდაციების დაცვით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ესენია: პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება და ა.შ.", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კორონავირუსის და გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად ერთნაირი რეკომენდაციების დაცვაა საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×