რეზონანსი
01.10.2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძეა. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

მისი თქმით, კიკაბიძე არის პატრიოტიზმისა და მოუსყიდაობის სიმბოლო და ამიტომ არის პარტიის პირველი ნომერი.

„ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი 10-ეული ასე გამოიყურება:

1. ბუბა კიკაბიძე

2. გრიგოლ ვაშაძე

3. ნიკა მელია

4. ხატია დეკანოიძე

5. კობა ნაყოფია

6. დევი ჭანკოტაძე

7. ლევან ვარშალომიძე

8. სალომე სამადაშვილი

9. ზაალ უდუმაშვილი

10. ხათუნა სამნიძე

„დღეს დავარეგისტრირეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით საარჩევნო სია, ეს არის გამარჯვების სია იმიტომ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნებში იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის.

ჩვენ წარმოვადგინეთ მართლაც გამარჯვების ფორმულა, გამარჯვების სია იმიტომ რომ, არ აქვს ალტერნატივა გამარჯვებას ამ არჩევნებში. ბუბა კიკაბიძე არის უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდაობის სიმბოლო და სწორედ ამიტომ ბუბა კიკაბიძე არის ჩვენი სიის პირველი ნომერი. „ქართული ოცნების" დამარცხება ამ არჩევნებში არის გარდაუვალი. ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" სიის პირველ ოცეულშია გუბაზ სანიკიძეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ბადრი   (02.10.2020)
გინების და ლანძღვის მეტი არ იცით არაფერი.

Robi   (01.10.2020)
Vai tqven patrons.nacionalebi rom enatreba mat tvinshi chamaxeda ra xdeba.iagovelebivit arian meviyo...

კოტე   (01.10.2020)
იცით ბუბას სიაში ჩასმით თან 1 ნომრად ენმ-ემ სამარე გაითხარა უკვე წინასწარ,ისედაც არ ქონდათ გამარჯვების შანსი.რაც იცის ეს სიმღერაა და იმღეროს, რა უნდა ამ ხნის კაცს თან დიალეზზე მყოფს ნერვიულობა, რაც მოსდევს მის არჩევანს. ქობალიამ ჭკუა იხმარა და უარი თქვა და ბუბას საქციელი გასაკვირია ...

status quo   (01.10.2020)
ბუბა წავიდა პოლიტიკაში? ჰოდა,მოვუტყან დედა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×