რეზონანსი
01.10.2020

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ოცნებას ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე ასრულება არ უწერია.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, მმართველი პარტიის დასახული მიზნები შესრულებულია.

„მათი ოცნება იყო ხელისუფლებაში დაბრუნება და ამ ოცნებას არ უწერია ასრულება. რაც შეეხება ჩვენს მიერ დასახულ მიზნებს, ეს მიზნები პრინციპულად შესრულებულია. გვქონდა ჩვენ სახეზე დემოკრატიული გარდატეხა, ეკონომიკის კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები, სოციალური მიმართულებითაც რამხელა პროგრესი იყო?! საგარეო მიმართულებას რაც შეეხება, აქ საერთოდ ცა და დედამიწაა რაც ხდებოდა 2008-2012 წლებში და რაც ხდება დღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიტანეთ პრინციპული გარდატეხა ქართულ პოლიტიკაში და ამაზე გვექნება დღევანდელი პრეზენტაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
sos!   (01.10.2020)
100% ხარ. არ უწერია და ვერც მოვა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×