რეზონანსი
19.10.2020

ბუსა ჟვა­ნი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 24 სექ­ტემ­ბერს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს­თვის გა­და­ი­დო. ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს, რა­შიც ბრალ­დე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი ბუსა ჟვა­ნია. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

და­ზა­რა­ლე­ბულ ლე­ვან თო­ფა­ძის ბა­ბუ­ა გოგი თო­ფა­ძე საუბრობს, თუ რა­ტომ გა­და­ი­დო სა­სა­მარ­თლო პროცესი

"ლე­ვა­ნი ისევ ისეა, სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ცხე­ნა ფეხ­ში ისევ არ აქვს შეგ­რძნე­ბა. ჩა­წყნარ­დეს ყვე­ლა­ფე­რი და სა­დღაც 2 თვის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში უნდა წა­ვიყ­ვა­ნო. ნუ ნერ­ვი­უ­ლობს ბუ­სას დედა, რო­მელ­საც გა­სა­გე­ბია, აწუ­ხებს თა­ვი­სი შვი­ლის ამ­ბა­ვი. იცით, რომ მას და­ნა­შა­უ­ლის­თვის 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. რად­გან ახალ­გაზ­რდა კა­ცია, უკან და­ვი­ხი­ეთ, ახლა კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იც­ვლე­ბა ალ­ბათ და 3-დან 6 წლამ­დე სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბა.

დე­და­მი­სი 1-2-ჯერ იყო ჩემ­თან მო­სუ­ლი და ვუ­თხა­რი, - კი­ნა­ღამ ბავ­შვი მო­მიკ­ლა-მეთ­ქი... ღა­მის 5 სა­ათ­ზე შე­მო­ვარ­და, მე-4 სარ­თულ­ზე ავარ­და, ატე­ხა ბათ­ქა-ბუთ­ქი, ძლივს გა­დარ­ჩა ლე­ვა­ნი­კო, სამი დღე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო. სა­სა­მარ­თლო 24 სექ­ტემ­ბერს უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ახლა ნო­ემ­ბერ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. კი ბა­ტო­ნო, იყოს, მაგ­რამ მეტს ნუ­რა­ფერს ელი­ან. დე­დას "ვუ­ნა­მი­ო­კე", ეყო­ფა, რაც ჩა­ი­დი­ნა შენ­მა შვილ­მა - მეთ­ქი. რამ­დე­ნი კაცი უნდა დაჭ­რას კი­დევ, 3-დან 6 წლამ­დე იყოს ცი­ხე­ში. იჯ­დეს, მოჭკვი­ან­დე­ბა.

დე­და­მი­სი ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც მი­ვი­და, ბი­ძი­ნაც კი მე­სა­უბ­რა ამ თე­მა­ზე. ჯო­ბია, დრო­ზე და­ვამ­თავ­როთ ეს ამ­ბა­ვი, გა­და­ე­ცით, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა უფრო გა­ურ­თულ­დეს საქ­მე. რამ­დენ­ჯერ გა­და­დე­ბენ სა­სა­მარ­თლოს? ვი­ღა­ცებს რე­ვენ და ალ­ბათ ამი­ტომ დე­ბენ პრო­ცესს. ჩემ­გან მეტს ნუ­რა­ფერს ელი­ან. საკ­მა­რის დათ­მო­ბა­ზე წა­ვე­დით, მა­გათ კიდე გა­ა­მარ­თლონ უნ­დათ, ასე არ გა­მო­ვა!", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

სრულად იხილეთ: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ევგენია   (19.10.2020)
ქალო ,შვილი გაგეზარდა წესიერი,რას დამათხოვრობ ან ვინ კითხავს ბიძინას ,ვის საქმეებში ერევა სულ დაკარგეთ სირცხვილ ნამუსი?

მაია   (19.10.2020)
სამართლის წინაშე პასუხი უნდა აგოს,ბევრ დათმობაზე წავიდა ოჯახი,მეტს ნუ მოითხოვენ.შეუვარდა სახლში,დააინვალიდა ბავშვი,რომ მოეკლა?

1234   (19.10.2020)
ყველამ ვინც მკვლელობის მუხლით არის გასამართლებული საქართველოში, უნდა უჩივლოს სახელმწიფოს შერჩევითი სამართ₾ის განხოციელებისთვის და მოითხოვოს მათი სასჯელების გაუქმება.

1234   (19.10.2020)
შერჩევითი სამართალი ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ბიძინა "ქურდულ გარჩევებს" უნდა მოეშვას. ჟვანიას შვილია თუ ჯამბაზიანის, კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. კმარა სამართ₾ის "გაბახება."


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×