რეზონანსი
20.10.2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება.

„მცხეთაზე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. გუშინ აღინიშნა, რომ რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ის რეჟიმი ამოქმედდება, რაც არის ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე რესტორნებთან მიმართებით“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×