რეზონანსი
20.10.2020

მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, რადგან ამას ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

„გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, არ ვიცი, გემუდარებით, რაც გინდათ ის დავარქვათ ამას, წესები დავიცვათ მაქსიმალურად. ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით, ამაზე ეპიდემიოლოგებმაც ისაუბრეს - ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები. საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე, ამიტომ გთხოვთ, ეს წესები შევასრულოთ იმისთვის, რომ არ დავდგეთ სხვა რეალობის წინაშე,"- განაცხადა მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ლალო   (20.10.2020)
თქვენ მგონი მარსზე ცხოვრობთ, ნახეთ საღამოს ავტობუსებში რა ხდება, ხალხი ჩახუტებულია ერთმანეთს. ყვითელ ავტობუსებში წინა კარი მაინც იღებოდეს, რომ განიავდეს სივრცე, თავად არ იცით რა უნდა აკეთოთ, ხალხს მაინც უგდეთ ყური, ყველაფერს ჩვენ ნუ გვაბრალებთ!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×