რეზონანსი
21.10.2020

ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. იყო გასროლაც.

როგორც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის პრესსამსახურის წარმომადგენელი ფერიდე ტვილდიანი აცხადებს, ოფისთან მისთვის ჯერჯერობით უცნობი ადამიანები მივიდნენ, რა დროსაც მათსა და შტაბში მყოფ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

მათივე ცნობით, იყო გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ორივე მხარეს არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×