რეზონანსი
25.10.2020

სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ზუგდიდში, ამომრჩევლებთან დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩემო მეგობრებო, ჩემო პატრიოტო ადამიანებო, რომლებსაც გული გიძგერთ პატრიოტიზმით, სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო. დიახაც, სამეგრელომ არაერთხელ შეიფარა საქართველო. შეიფარა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, შემდეგ შეიფარა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და თავისუფლება, როცა ის, სამწუხაროდ, განიდევნა საქართველოს დედაქალაქიდან. ამის შემდეგ, 2003 წელს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე დააყენა საქართველო და ახლა ექვს დღეში ოლიგარქი დამარცხდება როგორც არასოდეს, ისე უპირობოდ სამეგრელოში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
მედეა   (26.10.2020)
ნიკა მელიავ--პირფერობ! სამეგრელოში მოკლეს ზვიადი და მისი მკვლელი გულიაც მეგრელი იყო! შეიფარაო?--მოსაკლავად დასდევდნენ საწყალს, ეზო-ეზო ატარებდნენ--ესაა შეფარება? ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს დედაქალაქია თბილისი და შენგან მისი კბენა შეუსაბამო საქციელია

მედეა   (26.10.2020)
ნიკა მელიავ--პირფერობ! სამეგრელოში მოკლეს ზვიადი და მისი მკვლელი გულიაც მეგრელი იყო! შეიფარაო?--მოსაკლავად დასდევდნენ საწყალს, ეზო-ეზო ატარებდნენ--ესაა შეფარება? ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს დედაქალაქია თბილისი და შენგან მისი კბენა შეუსაბამო საქციელია

გალელი   (25.10.2020)
აფერისტებო ეხლა გაგიხდათ სამეგრელო საქებარი? რა უქენით ზუგდიდლებს წინა წლეებში? ამაზე აგეთ პასუხი? მოგიწევთ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×