რეზონანსი
21.11.2020

COVID-19-ის პანდემია გავლენას ახდენს, როგორც ზრდასრულების, ასევე ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკაზე – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემიის პერიოდში სტრესს ბავშვებიც განიცდიან, მის დაძლევაში კი მათ მშობლები უნდა დაეხმარონ.

ჯანმო მშობლებს მოუწოდებს, ყოველდღიურად, 10 წუთის განმავლობაში ბავშვები ცეკვით გაართონ. ცეკვა ბავშვებს ენერგიის დახარჯვაში და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.

ამასთან, ორგანიზაცია მშობლებს მოუწოდებს ყოველდღიურად, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში, ბავშვებს საშუალება მისცენ მათთვის საინტერესო აქტივობა აირჩიონ, რომლითაც ერთად დაკავდებიან.

“ეს მათ აგრძნობინებს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×