რეზონანსი
22.11.2020

დექსამეტანზონის გამოყენება არაკვალიფიციურად მხოლოდ ზიანს მოგიტანთ და დარჩებით დათრგუნული იმუნური სისტემით ე. წ.უხილავ მტერთან, – ამის შესახებ ექიმი ანა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ის დეტალურად ხსნის თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული დექსამეტაზონისთვითნებურად მიღება.

„რამოდენიმე ფარმაცევტმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მსხვილ, ქსელურ აფთიაქებში ისეთი სისწრაფით ყიდულობენ პრეპარატ დექასმეტაზონს, რომ დღეს უკვე დეფიციტია!

ამიტომ გადავწყვიტე, შედარებით მარტივ ენაზე აგიხსნათ, რითვის და როდის გამოიყენება ეს მედიკამენტი.

მისი მოქმედების მექანიზმის გასააზრებლად, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რა არის იმუნური სისტემა, რომელიც თანასწორუფლებიანია სხვა სისტემებთან.

მისი ფუნქციაა უპასუხოს ნებისმიერ უცხოს- ცილას, ბაქტერიას, ვირუსს, სოკოს და ა.შ., ნებისმიერ პათოგენს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში შემდგომში გამოიწვევს ისეთ პროცესს, რომელიც გვავნებს-იქნება ეს რაიმე დაავადება თუ მაგალითად, ალერგიული რეაქცია.

აღნიშნული ფუნქცია აქტიურდება იმისათვის, რომ მან უზრუნველყოს მასპინძელი ორგანიზმის შინაგანი წონასწორობა- ე.წ. ჰომეოსტაზი.

სისტემა რთული კომპლექსია, მასში შედის სხვადასხვა ორგანოები, ცილები და უჯრედები. თავად იმუნიტეტი კი არის სისტემის შედეგი, რომელიც წარმოადგენს ჩვენს „შეიარაღებას“  თავდაცვისათვის.

არც კოვიდ ვირუსია გამონაკლისი და მას, ჩვენი ორგანიზმი რა თქმა უნდა უცხოდ აღიქვამს- იმუნური სისტემა იწყებს არსენალის მობილიზებას და საბოლოოდ, ხელჩართულ ბრძოლაში შედის მასთან, რაც სხვადასხვა სახის ნივთიერებების გამომუშავებაში გამოიხატება.

ძალზედ მნიშვნელოვანია ეს პროცესი საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, თუმცა, ზოგიერთ, გამონაკლის შემთხვევაში, ჩვენი იმუნური სისტემა ისე „გაავდება“ ხოლმე, საკუთარსაც მიჰყოფს ხელს, რაც შემდგომში მძიმე მიმდინარეობას განაპირობებს.

სწორედ და მხოლოდ ამ ეტაპზე ხდება საჭირო, მისი „დაშოშმინება“.

ეს ეტაპი კი ამოცნობილ უნდა იქნას მაღალკვალიფიციური ექიმის მიერ. (მედიკამენტის ეფეტურობაც კოვიდინფექციის შემთხვევაში, სწორედ მხოლოდ ასეთ ადამიანებშია გამოცდილი და დადასტურებული).

იმ დროს, როდესაც თქვენ, მიდიხართ აფთიაქში და კოვიდ -ინფექციის დიაგნოსტირების შემდეგ თვითნებურად იწყებთ დექსამეტაზონის(ან სხვა ჰორმონის) მიღებას, პირველივე დღიდან, თქვენივე ხელით თრგუნავთ საკუთარ იმუნურ სისტემას, რომელმაც უნდა ამოიცნოს და დაამარცხოს თქვენს ორგანიზმში, მტრად შემოჭრილი ვირუსი. ფაქტიურად კონფისკაციას უკეთებთ იარაღს, რომლითაც ის იბრძვის და საბოლოოდ საკუთარ თავს ვნებთ!

დექსამეტანზონი იმ პრეპარატების ჯგუფს განეკუთვნება , რომელიც ჩვენი იმუნური სისტემის „დაშოშმინებით“ არის დაკავებული.

შესაბამისად, მისი გამოყენება ასე, არაკვალიფიციურად მხოლოდ ზიანს მოგიტანთ და დარჩებით დათრგუნული იმუნური სისტემით, ე. წ. უხილავ მტერთან!

დაუტოვეთ პრეპარატი მათ, ვისაც ის ნამდვილად ესაჭიროება და ზოგჯერ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაც არის!

აღნიშნული ინფორმაცია, შეგიძლიათ გაავრცელოთ დაუზარელად, ამით, ბევრ თქვენს ახლობელს დაიცავთ, ზემოაღნიშნული პრეპარატის არასასურველი შედეგისგან!

გამოიყენეთ ნიღაბი, წესის დაცვით

დაიცავით დისტანცია

ასევე, ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკს არარაციონალურად.

ხშირად დაიბანეთ/დაიმუშავეთ ხელები

გისურვებთ ჯანმრთელობას”- წერს ანი ქავთარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (22.11.2020)
ხალხი თითქმის მკვდარი მიგყავთ ,ესე დაუცველი დატოვეთ და აბა რას იზამენ.კაციშვილი არაა მათი მომკითხავი სანამ გაზეთში ვინმე არ ასტეხს წივილ-კივილს კვდებაო.აღარ გვაქვს სახელმწიფოს იმედი,მოკვდა ჩვენი სახელმწიფო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×