რეზონანსი
25.11.2020

სახელმწიფომ უბრალოდ თქვა - ეს ქისტია, ამის დედაცო! მე ასე ვიტყოდი - ამ სახელმწიფოს დედაც, თუ თემირლნაის სისხლი შერჩათ, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა EMC-ის მიერ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მაჩალიკაშვილმა განმარტა, მას იმედი აქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებიც პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.

„შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რომ ის ადამიანები დაისაჯონ, ვისაც თემირლანის სისხლში ხელები აქვს გასვრილი. მე პირდაპირ ამ ადამიანებს დავასახელებ, ესენი არიან: ირაკლი ჩიმაკაძე, სოსო გოგაშვილი, პაატა ჯაჭვაძე, ასევე ის 3 სპეცრაზმელი, რომლიც თემირლანის ოთახში იმყოფებოდა. ამის იქით, არიან ადამიანები, მაღალჩისნები, რომლებიც უნდა დაისაჯონ, ამაში ორი აზრი არ არის. ხელისუფლებები იცვლებიან, ხალხი იცვლება, დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოუწევთ ამ დანაშაულზე პასუხისგება. ევროპული სასამართლო თავის სიყვას იტყვის და იმედი მაქვს, ამ დაუღალავ ბრძოლას, ამ მიწიერი ჯოჯოხეთის გავლას რაიმე აზრი ექნება.

მე ვხედავდი ზუგდიდში აყვანილ 19 მძევალს, იარაღის დიდ არსენალს - ავტომატს, ხელყუმბარას, პისტოლეტს , მე დავინახე ტერაქტის მცდელობა, ტერორიზმი, როცა ადამიანი მთელ ქალაქს, 19-20 ადამიანის სიცოცხლეს ემუქრებოდა. ამ ადამიანს ნახევარი მილიონი აჩუქეს და გააცილეს, ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა. იქ არ შეეშინდათ, რომ იმ ადამიანისთვის ესროლათ, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეჭირა და 19 მძევალი ჰყავდა აყვანილი. სპეცოპერაცია ისე ჩაატარეს, სისხლი არ დაღვრილა და ამბობენ, ხელში ხელყუმბარა ეჭირა, რომ გვესროლა, ადამიანებს დახოცავდაო. თემირლანს ამათი მტკიცებით, ხელყუმბარა ეჭირა, ის ჩადებული რომ იყო, ამაზე ყველა ფაქტი მოწმობს, მას ესროლეს, რომ არ გვესროლა, ოჯახს ააფეთქებდაო. უბრალოდ, სახელმწიფომ თქვა - ეს ქისტია, ამის დედაცო, მე ასე ვიტყოდი - ამ სახელმწიფოს დედაც, თუ თემირლნაის სისხლი შერჩათ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

როგორც მაჩალიკაშვილი განმარტავს, ის სიმართლის დასადგენად დაუღალავად იბრძოდა და ამ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

„ზუსტად ერთი თვე დარჩა იმ ავადსახსენებელ ღამემდე, დღეს 25 რიცხვია, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მტკივნეულია. 25 ნოემბრის და 25 დეკემბრის მეშინია. ამ 3 წლის განმავლობაში, მაჩალიკაშვილს ათას რამეს აბრალებდნენ, არასწორ პოზიციაზეა, არასწორად იქცევა, თუნდაც, ტრადიციებიდან, რელიგიიდან გამომდინარეო, ამბობდნენ. ბევრი ლაფიც მესროლეს, მაგრამ მე დავიწყე ეს სამართლიანი ბრძოლა. ამ ბრძოლამ ჩემთვის ის შედეგი გამოიღო, რომ მეორედ, პანკისის ხეობაში, ქისტებში, თუნდაც, საქართველოს სხვა რეგიონში, ასეთი სასტიკ დანაშაულს არ ჩაიდენენ. ეს იყო ძალიან ცუდად გათამაშებული სპექტაკლი. ევროპული სასამართლო თავის სიტყვას იტყვის. სახელმწიფომ პირდაპირ უარი თქვა ჩემ საქმეზე, პირდაპირ შეწყვიტეს გამოძიება, ღმერთის ძალით გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელმაც სტრასბურგში გაგზავნა ეს საქმე და დაგვიტოვა იმედი, რომ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა. ევროპულ სასამართლოსთან ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს - საქმე გამოძიებას ხელმეორედ დაუბრუნდეს, დაისაჯოს ყველა ადამიანი", - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ლილიანა   (25.11.2020)
ნუ ბოდავ რა

მამუკა   (25.11.2020)
ამ საქმეზე ყველაფეირ გაკეთდა რაც შეეძლოთ

გალელი   (25.11.2020)
ნუ იგონებ რა რაღაც-რაღაცეებს და ტეხ შუღლს...როდის ითქვა-ეს ქისტი,ის ქართველი,ის სომეხი და ა.შ. დამნაშავეებისთვის ვინც არ უნდა იყოს და რა ეროვნების კანონი ე რ თ ი ა.

გალელი   (25.11.2020)
ნუ იგონებ რა რაღაც-რაღაცეებს და ტეხ შუღლს...როდის ითქვა-ეს ქისტი,ის ქართველი,ის სომეხი და ა.შ. დამნაშავეებისთვის ვინც არ უნდა იყოს და რა ეროვნების კანონი ე რ თ ი ა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×