რეზონანსი
26.11.2020

„პანდემიის მართვის რაღაც ასეთი ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. ყველგან ოთხი მთავარი მიმართულებაა. საქართველო ახალს ვერ გამოიგონებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა და უკვე რეგულაციებს მეორედ ამკაცრებს.

„პანდემიის მართვის რაღაც ასეთი ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. ყველგან ოთხი მთავარი მიმართულებაა. საქართველო ახალს ვერ გამოიგონებს. ეს არის მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, ამას ქვეყანა ირჩევს ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით და ეს გარკვეული პერიოდულობით ყველგან მეორდება.

მეორე მიმართულებაა აქტიური და ადრეული გამოვლენა, ტესტირების მაქსიმალური გაფართოება.

შემდეგ შემთხვევების მართვის ძირითადი ღერძი დღეს გადის პირველადი ჯანდაცვის ექიმებზე, რათა მათ მსუბუქ პაციენტებს, რომლებიც 85%-ზე მეტია, მოუარონ ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში.

ასევეა, კოვიდავადმყოფების ჰოსპიტალური სისტემით მართვა.

აუცილებელია, გააქტიურდეს სლოგანი - „დარჩი სახლში". ადამიანები 70 წელს ზემოთ სასურველია იყვნენ სახლში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ნინელი   (27.11.2020)
ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს რეკომენდაცია

...........   (27.11.2020)
ყველამ უნდა გაითვაისოს ეს


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×