რეზონანსი
30.11.2020

ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ჩვენი გეგმა გვაქვს, მათ შორის უკვე დავიგეგმეთ იმ დღეზე, როდესაც გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტში შევიდა, დაწერს განცხადებას სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ.

ჩვენ პარალელურად გავმართავთ ღონისძიებას, სადაც აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს, გააფორმებს ერთობლივ დეკლარაციას. ასევე ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით გასულია პარლამენტში, დაწერს განცხადებას სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ და ეს იქნება საჯაროდ გაკეთებული, რის შემდეგაც ეს განცხადება უკვე გადაეცემა თავად პარლამენტს. ჩვენი გეგმით მივდივართ და არაფერი იცვლება. ახლა ყველაფერი არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, რამდენად წინ წავიწევთ ამ მოლაპარაკებებში და რამდენად მოხდება ზოგადად, პოზიციების დაახლოება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი და ვთვლით, რომ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის სწორედ ახალი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ლიკა   (01.12.2020)
არაფრისმაქსნიები ხართ და მეტი არაფერიუ რა

გიული ქ   (01.12.2020)
ვაი ოპოზიცია

sos   (01.12.2020)
ra gaawkalet guli tqveni aferisti gataxsirebuli dedebi mov-nt aramc shesukxart arc parlamentshi da arc mtavrobashi,ras amadlebt tavs sazogadoebas da msromel xalxs ayachagebt imati fulit arsebobt tqveni bozi dedebi mov-n gvelis wiwilebi dagachinat kvela dedam? imas iqit wadit opozicia ki ara chamoyalibebuli banda xart dzveli tu axali nabozvrebit,tqveni aferisti vai patrioti dedebi mov-n!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×