რეზონანსი
01.12.2020

საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ადვოკატები გაასაჩივრებენ.

"სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, პატიმრობა გაახანგრძლივა, რაც ჩემი აზრით, სამართლებრივად და კანონიერად არასწორია. დღეს ჩავიბარებთ ამ გადაწყვეტილებას და აუცილებლად გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ზემდგომი დისტანციის სასამართლო ამ საქმეს უფრო ხარისხიანად შეხედავს და უკანონო პატიმრობაში მყოფებს გაათავისუფლებს. არ არსებობდა სტანდარტი, რომ ისინი პატიმრობაში დარჩენილიყვნენ და უფრო მეტიც, ჩვენ წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ის რუკებიც რომლის თითქოს არ გამოყენებასაც ედავებიან ბრალდებულებს, შინაარსობრივად უხარისხოა," - აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი სულხან კომახიძე.

წარდგენილი ბრალდებების დაუსაბუთებლობაზე საუბრობს "ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი". თამთა მიქელაძის განცხადებით, 308-ე მუხლის გამოყენება, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას უკავშირდება.

"ჩვენი მტკიცებით, კარტოგრაფების საქმეზე და ექსპერტების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის გამოყენება, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას უკავშირდება, აბსურდულია, რადგანაც აღნიშნულ პირებს კომისიაში არ გააჩნდათ იმგვარი უფლებამოსილება, რომელიც მათ ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდათ.

ამასთან, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუკა რომლის გადამალვასაც პროკურატურა ამ ადამიანებს ედავება კომისიაზე განხილული იყო და დაწუნებული ტექნიკური არგუმენტების გამო. თუმცა, პროკურატურამ ეს მსჯელობაც არ გაითვალისწინა," - აღნიშნავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×