რეზონანსი
03.12.2020

18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების სამთავრობო პროგრამა დასრულდა. როგორც ცნობილია, კომპენსაციის მიმღებ ყველა პირს შესაძლებლობა ჰქონდა, 1 დეკემბრამდე დარეგისტრირებულიყო და მთავრობისგან 200 ლარიანი კომპენსაცია მიეღო.

დღეის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 943 289 ბავშვი. აღსანიშნავია, რომ მათ რიცხვში შედის 3 786 ბავშვი, რომლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა, თუმცა რა იყო უარის თქმის მიზეზი, ამას ჯანდაცვის სამინისტროში არ განმარტავენ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან bm.ge-ისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ამ დროისთვის თანხა უკვე დაერიცხა 925 224 ბავშვს, ხოლო დარჩენილ 14 279-ს უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად დაერიცხება.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 185 044 800 ლარია გაცემული. მთავრობის სხვა სოციალური პაკეტებისგან განსხვავებით, აღნიშნული პროგრამა არ გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
Kingking   (03.12.2020)
ორ ბავშვიანებს რატო არ ეხებოდა 200ლარიანი დახმარება ვერ გავიგე.

ფიქრია   (03.12.2020)
რამდენი უტიფრად იტყუება დრო არვიცოდითო თავშერგული რომ ხართ ამ საიტებზე და ტყუილებს წერთ და კითხულობთ მანდამაინც რეგისტრაციის დრო არ წაიკითხეთ?თუ არ გაიარეთ რეგისტრაცია კარზე კაკუნის ხმას ელოდით და ფულების ჩატვლას ხელში ...

👸👸👸👸👸   (03.12.2020)
კაი რა ხალხო აგვისტოში დაიწყო რეგისტრაცია და დრო თუნდაცარყოფილიყო მითითებულო აქამდე რაიყო დაურეგისტრირებელი მაგრამ იმდენად ზარმაცებივართ მზამზარეული გვირჩევნია


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×